„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017643
1159
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010340000.22.027.017643
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1159

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №655 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №655 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.017149) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან პროფესიული საჯარო მოხელე.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 11

1. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო;

ბ) კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამმართველო.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართულებით ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.

3. კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამმართველო უზრუნველყოფს კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მიმართულებით ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.

მუხლი 12

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სამმართველოს ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;

გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს; იხილავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს სამმართველოში მომზადებულ კორესპონდენციაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს შესაბამის სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის სამართლებრივი დასკვნის პროექტებს;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

4. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია