„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.017642
1158
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010340000.22.027.017642
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1158

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანებით (საქართველოს საკნანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 19/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016017), დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი ამოცანების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და პრინციპებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო საქმიანობის და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში განხილულ დოკუმენტებს;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან პროფესიული საჯარო მოხელე.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 11

1. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამმართველო.

2. საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო საინვესტიციო საარბიტრაჟო დავების ფარგლებში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.

3. საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო კომერციული/სახელშეკრულებო საარბიტრაჟო დავების ფარგლებში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.

მუხლი 12

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია