დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.22.027.017641 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.03.2021, სარეგისტრაციო კოდი: 010320030.22.027.017183) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. 2. მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციური დამოუკიდებლობა“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. 2. დეპარტამენტის ამოცანაა მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-6 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს დებულება და ეს დებულება, შიდა აუდიტის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველო.“. 8. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფროსთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“; ბ) მე-4 პუნქტის „ტ1“–„ტ3“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 9. 71 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) უშუალოდ ხელმძღვანელობს შიდა აუდიტორული უფლებამოსილების ფარგლებში, აუდიტორული პროცედურების ან/და მონიტორინგის ღონისძიებების ხარისხის ზედამხედველობის, საერთაშორისო სტანდარტების ან/და შემუშავებული მეთოდოლოგიებისა და წესების შესაბამისად, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის განხორციელებაზე; ბ2) ეხმარება ან/და ზედამხედველობს ეფექტიანობის აუდიტის, სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ფინანსური/საგადასახადო აუდიტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების/უსაფრთხოების აუდიტის პროფესიონალურად ჩატარებას;“. 10. 72 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში;“. 11. 73 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტში საქმიანობენ შიდა აუდიტორები (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი, უფროსი შიდა აუდიტორი/აუდიტორები). დეპარტამენტს შეიძლება ჰყავდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამუშაო აღწერილობებით.“. 12. მე-8 მუხლი მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;“. 13. 82 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. მე-13 მუხლის 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები