დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016457 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2025, 010250020.35.155.016439). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
|
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები |
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეები |
1. ფულადი სოციალური დახმარება.
2. არაფულადი სოციალური დახმარება. |
მუხლი 2.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები |
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) დახმარება; ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება; თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება; ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება; კ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება; ლ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება; მ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება; ნ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/შვილების ყოლის შემთხვევაში). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა. |
მუხლი 3.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები |
1. არაფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; ბ) ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით.; გ) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; დ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; ე) კორონაროგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; ვ) ბიოფსია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; ზ) პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით; თ) დედით ან მამით ობოლ ბავშვთა სკოლაში პანსიონური მომსახურება. 2. არ დაფინანსდება პლასტიკური ოპერაციები და სტაციონარული მკურნალობა. |
თავი II
ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 4.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
|
1. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 5.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება |
1. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 6.
ხანდაზმული (90 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარება |
1. ხანდაზმული (90 წლის და მეტი ასაკის) მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელია; დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 7.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება |
1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთაც აქვთ 65 000-დან 90 000-მდე სარეიტინგო ქულა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 8.
სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება |
1. სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა;
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში); ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ვ) ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) ან/და ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთების განადგურების/დაზიანების გამო ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა; 4. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში); ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. სტიქიური მოვლენის ან/და ხანძრის შედეგად საკვები ან საფურაჟე (თივის) მარაგის განადგურების/დაზიანების გამო ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (ხანძრის შემთხვევაში); ე) ცნობა მეტეოროლოგიური ბიუროდან სტიქიური მოვლენის შესახებ (სტიქიური მოვლენის შემთხვევაში); ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება |
1. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 2-დან 18 წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 10.
მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება |
1. მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მარჩენალდაკარგული ოჯახის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 11.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება |
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 12.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება |
1. სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა:
ა) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო) მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; დ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ. 4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირის გარდაცვალებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. |
მუხლი 13.
თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება |
1. თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფ მოქალაქეებზე სოციალური დახმარება გაიცემა ყოველთვიურად – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა ტრანსპორტირებისათვის.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 14.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 150000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; დ) ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 15.
ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ (სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული) ბავშვთა ოჯახების დახმარება |
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს.
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა - შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა - მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. |
მუხლი 16.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/შვილების ყოლის შემთხვევაში) |
1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; 3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა); დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. |
თავი III
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან ან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარამდე – 100 %-ით; ბ) 3000 (სამი ათასი) ლარის ჩათვლით – 1500 (ათას ხუთასი) ლარს დამატებული დარჩენილი თანხის 40 %-ით; გ) 3000 (სამი ათასი)-ზე ზევით – 2800 (ორიათას რვაასი) ლარით. 2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს გადასახდელი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 6000 (ექვსი ათასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია); დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) მომართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტიდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. |
მუხლი 18.
ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლ |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე ძვირადღირებული (არანაკლებ 200 ლარისა) მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით, განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა. |
მუხლი 19.
კომპიუტერული ტომოგრაფიის დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების კომპიუტერული ტომოგრაფია დაფინანსდეს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. |
მუხლი 20.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დაფინანსდეს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. |
მუხლი 21.
კორონაროგრაფიის დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების კორონაროგრაფია დაფინანსდეს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. |
მუხლი 22.
ბიოფსიის დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების ბიოფსია დაფინანსდეს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. |
მუხლი 23.
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) დაფინანსდეს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100 /ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. |
მუხლი 24.
დედით ან მამით ობოლ ბავშვთა სკოლაში პანსიონური მომსახურება |
1. დედით ან მამით ობოლ ბავშვთა სკოლაში პანსიონური მომსახურების დაფინანსება (ბავშვზე) გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში კანონისმიერი წარმომადგენლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) კანონისმიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე)ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვისა და მისი კანონისმიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) ხელშეკრულება პანსიონური მომსახურების შესახებ; ზ) წინასწარი გადახდის დოკუმენტი; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის ნომერი. |
თავი IV
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 25.
სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ორგანო |
1. წალკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას.
2. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველ კომისიას. 3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველი კომისია პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე. |
მუხლი 26.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა |
1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ორჯერ.
2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
მუხლი 27.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვის წესი |
სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების განმხილველი კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. |
მუხლი 28.
დახმარების გაცემის წესი |
1. სოციალური დახმარებები გაიცემა სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
2. ფულადი დახმარება ჩაირიცხება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო პირად ანგარიშზე. 3. არაფულადი სოციალური დახმარების შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 29.
კომისიის სხდომის ოქმები |
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც ინახება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
2. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე კომისიის მდივანი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები