„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016546
17
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010250000.35.114.016546
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 26 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის  №28 დადგენილებაში“ (www.matsne.gov.ge; 28/12/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016487). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეებია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) – აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი);

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) – აპარატის უფროსის მოადგილე (შემდგომში აპარატის უფროსის მოადგილე);

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი);

დ) უფროსი სპეციალისტები;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

1.2. დადგენილების დანართის მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 7. საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნისა და შეფასების წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. აპარატის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსით გათვალისწინებულ  მოვალეობებს.

4.  საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელის შეფასება ხდება 6 თვეში ერთხელ „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“

1.3. დადგენილების დანართის V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს აპარატის განყოფილებების ფუნქციები ‘’

1.4. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის კ) და ლ) ქვეპუნქტები;

1.5. დადგენილების დანართის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ვ) ქვეპუნქტი

„ვ) მერიასთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სხვა მუნიციპალიტეტების ორგანოებთან  საკრებულოს ურთიერთობების ორგანიზება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით შარაშიძე