„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016549
20
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010250000.35.114.016549
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2025 წლის 26 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილების  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.05.2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016468) პირველი მუხლით დამტკიცებულ დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 38 (ოცდათვრამეტი) წევრისაგან, რომელთაგან 15 წევრი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 23 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე.’’

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“.

3. მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი დებულების დამტკიცება და ამ მიმართულებით ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება; ’’

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე;’’.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან და გაწეულ ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის არაუმეტეს 20%-ს.’’.

6. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 92-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“

7. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით.’’

8. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს)  უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 94-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.’’

9. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“.

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;’’

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას“.

10. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

საკრებულოს კომისიები“.

11. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ახალი კომისიის შექმნა (მაგრამ არა უმეტეს მთლიანობაში 5 კომისიისა), არსებული კომისიის გაუქმება ან კომისიათა გაერთიანება შესაძლებელია რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

12. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე, საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, რაზედაც კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან/და დასკვნებს და წარუდგენს საკრებულოს, ინფორმაციის მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობას და უფლებამოსილია შეიმუშავოს რეკომენდაცია.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 1 აპრილამდე ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ ბიუროსა და საკრებულოს სხდომას განსახილველად, ბიურო/საკრებულო კომისიის დასკვნის წარდგენიდან უახლოეს სხდომაზე ისმენს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშს. მოსმენის შემდეგ ბიურო/საკრებულო აფასებს სამსახურის  საქმიანობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.’’.

გ) დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.’’.

დ) დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.’’.

13. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 96-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.

14. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში“.

15. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

მუხლი 281. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა

1. საკრებულო დროებით სამუშაო ჯგუფს ქმნის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო .

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს.

3. დროებითი სამუშაო  ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო .

4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. საკრებულოს გადაწყვეტილებაში მიეთითება ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკრებულო აცხადებს შესვენებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღესვე, საკრებულოს ბიურო სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით ამტკიცებს კვოტებს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად ფრაქციები და უფრაქციო წევრები დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგენენ კანდიდატურებს. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს, იმავე ან მომდევნო დღეს ამტკიცებს საკრებულო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კვორუმით.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებით სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

8. თუ შესაბამისი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა დაუშვებელია.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში, დროებითი სამუშაო ჯგუფი ადგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და დასკვნებს.

10. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

11. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი.

12. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის წარმართვის, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად.

13. დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის წევრად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნან სხვა პირები, დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.

17. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა“

18. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა და გახსნა

1.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას.

2. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლად არჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.

3. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.

19. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს

20. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:

ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;

ბ) დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;

გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა“.

დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილის არჩევა;

ზ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

თ) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“.

21. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საკრებულოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა საკრებულოს მომდევნო სხდომას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა საკითხის განხილვა წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, დღის წესრიგის პროექტში საკითხის დამატებით შეტანას განიხილავს და უზრუნველყოფს ბიურო.“

22. მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტსა და გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი, ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, თუ მერი საპატიო მიზეზით ვერ ახერხებს მის წარდგენას. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას და დამტკიცებისას, ასევე ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანისას საკრებულოს სხდომას ესწრება მერის მოადგილეებიც. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, ასევე საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე დასკვნებს წარადგენენ ფრაქციებიც.’’.

23. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:

„მუხლი 831. ბიუჯეტის შესრულების კვარტალური შესრულების მიმოხილვა

1. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

2. საკრებულოს შესაბამისი კომისია განიხილავს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობას და წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს.

3. ბიუროს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში შეიტანება საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

4. საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმდინარეობას იხილავს წარდგენიდან 1 თვის ვადაში და იღებს ცნობად.“

24. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 86. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით“.

25. 97-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 97 საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი

1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

2. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

3.საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის საკითხთა კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. შესაბამის საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამის საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც“.

26. 103-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საკითხებთან მიმართებაში დასმული კითხვები და შესაბამისი პასუხები;“.

27. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 112. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“

2. საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

3. საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.

28. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 130. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე, მისი დარღვევის შედეგები და რეაგირების ფორმები

1.საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

2. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. წესრიგის დამრღვევს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.

3. საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.’’.

29. 131-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს რეგლამენტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედს;

ე) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით.“.

მუხლი 2. .
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარედავით შარაშიძე