დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის N09 დადგენილებაში „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016654 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №09 დადგენილებაში „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის N09 დადგენილებაში „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 30/05/2025; 010250050.35.163.016639) და დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული დებულების მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საბჭოს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი. მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგელობა განისაზღვრება 10 წევრით და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები