„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი № 1-1/481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016937
№ 1-1/481
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
040110030.22.024.016937
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/481

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N1023-IVმს-XIმპ, 11/11/2025) მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანებასა (შემდგომში – ბრძანება) (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, 040110030.22.024.016665) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული თანდართული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეფასებისა და განკარგვის წესი.“.

3. წესის პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეფასებისა და განკარგვის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვისა და შენახვის, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქონება – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება;

ბ) ქონების განკარგვა – სააგენტოს მიერ ქონების პრივატიზება, განაწილება, განადგურება და ლიზინგის ფორმით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

4. წესის მე-2 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და გადაცემის წესი“;

ბ) მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადასაცემი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება.

3.  სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაბამისი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს.

4. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება სააგენტოს გადაეცემა ქონების განკარგვაზე/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ორგანოს მიერ გამოცემული/მიღებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

5. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადასაცემი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს შესაბამის გადაწყვეტილებას, ასევე დეტალურ ინფორმაციას ქონების შესახებ (ქონების ჩამონათვალი, ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში –  სხვა სახის ინფორმაცია).

6. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადასაცემი ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გადაცემის დროს სააგენტოსა და ქონების გადამცემს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.“.

5. წესის მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა სააგენტოსათვის გადაცემის შემდეგ წარმოებს ქონების სახეობისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

5. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად სააგენტო აწარმოებს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში ასევე შესაძლებელია, აისახოს ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მოძრავი ქონების შესახებ, რომელიც არ განეკუთვნება  სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემულ/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავ ქონებას.“;

6. წესის მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღება და შენახვა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოსათვის გადაცემამდე, განსაკარგავად გადასაცემი/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შენახვას უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე/განსაკარგავად გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.

2. მალფუჭებადი საქონელი, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან პრივატიზების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს შესაბამისი ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღებისას, ქონების გადამცემსა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქონების დასახელებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ, აგრეთვე, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის ქონების იდენტიფიცირებას.

6. სააგენტო, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის განთავსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

7. წესის მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქონების პრივატიზების (მათ შორის, პრივატიზების ფორმის), ლიზინგის ფორმით გადაცემის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, იღებს სააგენტო (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5სასაქონლო სახედაკარგული ლუდის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელის პრივატიზება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემდგომი გადამუშავების მიზნით, მათში ალკოჰოლის საშუალო შემცველობის გათვალისწინებით განხორციელებული შეფასების საფუძველზე.“.

8. წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;

ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება:

ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) მესამე პირის მეშვეობით;

დ) განაწილება;

ე) განადგურება;

ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა.“.

9. წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი შესაძლებელია პრივატიზებულ იქნეს ან განაწილდეს, უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან მოცილება შესაძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზე არ არის დატანილი. უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხმობის მიღება არ არის აუცილებელი, თუ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და მათი ნაწარმი შესაძლებელია პრივატიზებულ იქნეს მხოლოდ მათი დაზიანების შედეგად მიღებული ნარჩენების (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები) სახით.“.

10. წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9.  ქონების პრივატიზება აუქციონის ფორმით

ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.“.

11. წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე

ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე პრივატიზების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.“.

12. წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11.  ქონების პრივატიზება სავაჭრო ობიექტების (გარდა ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით

სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების პრივატიზებისას ქონება განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში (გარდა ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზებისა).“.

13.  წესის მე-12 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების პრივატიზება ინტერნეტმაღაზიის საშუალებით“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა სააგენტო აკეთებს განცხადებას ვებგვერდზე www.eauction.ge, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საპრივატიზებო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების საპრივატიზებო საფასურს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს.“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს.“;

14. წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ქონების პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით

1. ქონების პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით შესაბამის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების საპრივატიზებო საფასურის 5%-ს.

3. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს მფლობელობაში გადაეცეს პრივატიზებამდე. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა/გადახდა ქონების საპრივატიზებო საფასურის სრული ოდენობით.“.

15. წესის მე-14 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების  განადგურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:

ა)  სააგენტოს ქონების შესაბამისი სამსახურის ან საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე, ქონება მიჩნეულია მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, უხარისხო და/ან ფალსიფიცირებულ საქონლად, ან ისეთ საქონლად, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია;

ბ) ქონების ექსპერტიზის/შეფასების სავარაუდო ღირებულება აღემატება ქონების სავარაუდო ღირებულებას. ამ შემთხვევაში ქონების  ექსპერტიზა/შეფასება არ ხორციელდება;

გ) ქონება წარმოადგენს:

გ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფარმაცევტულ პროდუქტს;

გ.ბ) აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული თამბაქოს ნაწარმს;

გ.გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლებით გათვალისწინებულ, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული   საქონელს (გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. წესის მე-15 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების განაწილება, მათ შორის, სოციალური მიზნებისათვის, შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს შუამდგომლობების საფუძველზე.

2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, ქონების სააგენტოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების შემძენის მხრიდან.“.

17. წესის მე-16 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი