სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე

სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025503
609
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
040170020.10.003.025503
სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №609 

2025 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების წესს.

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შემსყიდველის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი – სს საქართველოს რკინიგზა და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირები და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირები, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი ამ წესით;

ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (დანართი შედგება 6 ნაწილისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავენ იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის უფლებამოსილება აქვს სს საქართველოს რკინიგზას, მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად);

გ) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომშისისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge;

ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);

ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომშიპროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;

ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;

კ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;

ლ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);

მ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;

ნ) ტექნიკური დოკუმენტაცია  – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;

ო) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;

პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);

ჟ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;

ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი;

უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ფ) შავი სია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი;

ქ) სისტემის „CMR მოდული – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR );

ღ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, პროცედურის პირობებით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები მცდარი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) რაციონალურად, მათ შორის, ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთებული სხდომის ოქმი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) არ დადოს ხელშეკრულება შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან.

მუხლი 4. შესყიდვის საშუალებები

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით ან/და პირდაპირი შესყიდვის საშუალებით.

2. შემსყიდველის მიერ პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს;

ბ) შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, შესყიდვის მიზანშეწონილობის შემთხვევაში, სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. სს საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში, თუ შესყიდვა  ეხება დანართის მე-8, მე-14, 23-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე პოზიციებით განსაზღვრულ მომსახურების სფეროს. მათ შორის, შესაბამისი პოზიციით გათვალისწინებულ რემონტსა და მოდერნიზაციას;

გ) სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა ეხება სს საქართველოს რკინიგზის დანართის მე-7 პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს და თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს.

3. ამ წესის დანართით განსაზღვრული შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მე-8, მე-9 და მე-11 პოზიციებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების დირექტორის გადაწყვეტილებით.

უხლი 5. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვასთან  დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:

 ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას; 

ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; 

გ) მიმწოდებლის შერჩევას პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.

მუხლი 6. შესყიდვების დაგეგმვა

1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმა რეგისტრირდება სისტემაში და უნდა შეიცავდეს:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;

გ) შესყიდვის საშუალებას;

დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე);

ე) დაფინანსების წყაროს.

3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე, სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად. 

მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

2. კომისია მოქმედებს შემსყიდველის სახელით.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.

6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

7. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერის/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

მუხლი 8. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალის შენახვა უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 9. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 3 (სამი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე);

ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე;

ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა;

ი) ბიჯის ოდენობა.

4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის ან შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

5. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 10. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში   განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ)   შესასყიდი   საქონლის   რაოდენობას, მომსახურების  მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.;

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში). პროცედურის პირობებში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში, კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე;

ვ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) მითითებას წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ.

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 11. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.

3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეგისტრაციო /უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.

4. კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო ან საქართველოს სტანდარტებს.  კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.

5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას და ვადას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია.

მუხლი 12. წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობებით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 13. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული წესითა და ფორმით:

ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით;

ბ) საბანკო გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.

2. წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია შემსყიდველი.

3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.

4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება შესაბამისი ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიმე შედეგის დადგომიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

მუხლი 14. შერჩევა/შეფასება

1. პრეტენდენტის წინადადება ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.  იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არჩეული იქნა ამ წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ფორმა, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია წინადადების ყველაზე დაბალი თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა ყველაზე დაბალი წინადადების ფასი.

3. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია პროცედურის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ პროცედურის პირობების მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან/და ფასების ცხრილი ან/და პრეისკურანტი ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ან/და ფასების ცხრილში ან/და პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

5. კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ პროცედურის პირობების მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

6. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება),  კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

7. ამ მუხლის მე-4  მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაზუსტდება ან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროცედურის პირობებს, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. დაუშვებელია ტექნიკური დოკუმენტაციის განმეორებით დაზუსტება.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.

9. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

10. პრეტენდენტის მიერ როგორც წინადადების, ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

მუხლი 15. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი შავ სიაშია რეგისტრირებული ან დარეგისტრირდება ხელშეკრულების გაფორმებამდე;

ბ) იგი უარს იტყვის წინადადებაზე ან არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას/პრეისკურანტს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

გ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს;

დ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ვ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს;

ზ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

თ) თუ ის, ამ წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

3. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, კომისია, დადგენილი წესით, აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილია, მიიღოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

მუხლი 16. ხელშეკრულება და სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია

1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. პირდაპირი შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში.

3. ამ წესის შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

4. ხელშეკრულების ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.

6. თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, შემსყიდველი ვალდებულია, მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით. გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.  ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს გამარჯვებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

7. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ან პირდაპირი შესყიდვისას დასადები ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, დაუშვებელია, პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ დასაბუთებულია, თუ შესყიდვის ობიექტის რა თავისებურებამ განაპირობა გარანტიის მოთხოვნა.

8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე, ხოლო პირდაპირი შესყიდვისას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია შემსყიდველს წარედგინოს რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ, არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

9. ამ წესის დანართით განსაზღვრული შპს ჯორჯია ტრანზიტისა, შპს ჯიარ ტრანზიტის და შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინის შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 1-ლი და მე-4 პოზიციებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გარანტირების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

10. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

11. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

12. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, რა დროსაც ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

მუხლი 17. ელექტრონული პროცედურის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე

1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, კომისია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

 

სს საქართველოს რკინიგზისა (ს/ნ: 202886010) და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი

მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირების (შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები (ს/ნ: 202462101),

შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინი (ს/ნ: 404437702), შპს ჯორჯია ტრანზიტი (ს/ნ:  205031213), შპს ჯიარ ტრანზიტი

(ს/ნ: 402020022)) და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი

მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის (შპს ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი (ს/ნ: 426109052))

მიერ შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების ჩამონათვალი

 სს საქართველოს რკინიგზის (ს/ნ: 202886010) მიერ ამ დადგენილებით დაშვებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა

1

აღმდგენი მატარებლებისა და რკინიგზაზე მოსიარულე ამწეების სათადარიგო ნაწილები და რემონტი 

სარკინიგზო ავტომატრიცების, მანქანა-მექანიზმების, დაზგა-დანადგარების, დრეზინებისა და სარკინიგზო ამწეების (და მათთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების და/ან მასალების) შესყიდვა, რემონტი/მოდერნიზაცია 

სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის ელექტროგადამცემი ხაზები, საყრდენები და მათი ფუნდამენტები  სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 

სარკინიგზო ელექტროტექნიკური აპარატურა და მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები  რემონტი 

სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები და მათ შეკეთებასთან, დაკალიბრებასა და დამოწმებასთან დაკავშირებული მომსახურება 

სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების სათადარიგო ნაწილები და მასალები  და მათი შემადგენელი ნაწილები და რემონტი

7

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები, და მასალები ვაგონის სამუხრუჭე ბუნიკი გორაკის 

8

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და მათი შემადგენელი ნაწილების და  კვანძების შეძენა, რემონტი, მომსახურება, მოდერნიზაცია 

9

დიაგნოსტიკური და გამოსაცდელი მოწყობილობების, მათი სათადარიგო ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 

10

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის საზეთ-საპოხი (საცხები) მასალები 

11 

მანქანა-მექანიზმებისა და დაზგა-დანადგარების (და მათი ნაწილების და კვანძების) დიაგნოსტიკა, რემონტი, მოდერნიზაცია და შეძენა 

12 

ტექნიკური საშუალებების შეკეთების მომსახურება და შეძენა (და მათი ნაწილების ) და მათი განლაგებისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზადება 

13

სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 

14

ვაგონ-ცისტერნების გარეცხვა-გაორთქვლა, დეგაზაცია 

15

სარკინიგზო მოწყობილობების სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა 

16

ვაგონებისა და კონტეინერების საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 

17

ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 

18

სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 

19 

სალიანდაგო მანქანა-მექანიზმები, სათადარიგო ნაწილები და შეკეთება 

20 

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 

21

ლიანდაგმზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 

22

სარელსო დეფექტოსკოპი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 

23

სარკინიგზო ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის სპეციფიკური და ინფორმაციული მომსახურება 

24 

ნებისმიერი  საექსპერტო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება, რაც უკავშირდება სს საქართველოს რკინიგზის საქმიანობის სპეციფიკას, მათ შორის,  თბილისის შემოვლითი რგინიგზის ან/და „მოდერნიზაციის“ ან/და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მოწყობის პროექტს, ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების ან/და შიდა პროცედურების გაუმჯობესების მეთოდოლოგიას 

25

ფასიანი ქაღალდების ან/და კაპიტალის ბაზრის  ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკონსულტაციო, ფინანსური, სარეიტინგო, საბანკო-საკრედიტო, საბროკერო და სხვა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება

26

სს საქართველოს რკინიგზის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული აუდიტორული მომსახურება

27

არარეზიდენტი პირისგან პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება

28

საკონტაქტო ქსელის პარამეტრების მზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 

  

შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების მიერ (/: 202462101) ამ დადგენილებით

დაშვებული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა

რკინიგზის თბომავლის სათადარიგო ნაწილები და მასალები 

რკინიგზის თბომავლის წყვილთვლების გაჩარხვა და მიმდინარე რემონტი 

ტვირთის გადასაზიდი მოწყობილობების ან ტარის და მათი შემადგენელი ნაწილებისა და კვანძების შეძენა, რემონტი და მოდერნიზაცია 

ვაგონისა და კონტეინერების საკეტ-საპლომბი მოწყობილობები 

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული მომსახურება 

მულტიმოდალური გადაზიდვების საინვენტარო პარკის შეძენა და რემონტი, პარკის საზღვაო რეგისტრში დარეგისტრირება, კონტეინერის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომსახურება 

ტექნიკური საშუალებების მომსახურების შეძენა და მათი განლაგებისათვის საჭირო საშუალებებისა და კომუნიკაციების მომზადება 

სარკინიგზო გადაზიდვების, სარკინიგზო სადგურებისა და ჩიხის მომსახურების შესყიდვა 

საზღვაო ხაზებიდან სატერმინალო და სხვა მომსახურებების შესყიდვა 

10 

კონტეინერმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შესყიდვა 

11 

საკონტეინერო და სავაგონო ტვირთების გადაზიდვებისათვის სხვადასხვა საექსპედიტორო და სატერმინალო მომსახურების შესყიდვა 

12 

სატერმინალო და ფორვარდინგული, რკინიგზათაშორისო პროგრამის შესყიდვა 

13 

სარკინიგზაშორისო სატელეგრაფო მომსახურება 

14 

არარეზიდენტი პირისგან პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება

15 

ნახევრად ღია, დახურულ და ღია ვაგონებზე ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ნახაზების დამზადების მომსახურების შესყიდვა 

16

ვაგონების სათადარიგო ნაწილები და მასალები 

17 

ვაგონების წყვილთვლების გაჩარხვა, სადეპოო, არასტანდარტული მიმდინარე ახსნითი შეკეთება და კაპიტალური შეკეთება 

 

შპს ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანის მიერ (/: 426109052) წინამდებარე დადგენილებით

დაშვებული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა

სარკინიგზო საკონტაქტო ქსელის ელექტროგადამცემი ხაზები, სამაგრი დეტალები, საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 

სარკინიგზო მზომი ხელსაწყოები 

სარკინიგზო სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები 

სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირი, მისი სათადარიგო ნაწილები და მასალები 

სარკინიგზო საისრო ამძრავები, გარნიტურა და მათი შემადგენელი ნაწილები 

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სათადარიგო ნაწილები და მასალები 

რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და მათი შემადგენელი კვანძების შეძენა, რემონტი, მოდერნიზაცია 

სარკინიგზო ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 

ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 

10 

სარკინიგზო ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინაბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 

11 

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 

  

შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინის მიერ (/: 404437702) წინამდებარე დადგენილებით დაშვებული

მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა

სს საქართველოს რკინიგზისგან შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 

ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების მომსახურება, ჩიხის მომსახურება 

სურვეიერის მომსახურება 

სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვისთვის სხვადასხვა საექსპედიტორო და საპორტო, მათ შორის სატერმინალო მომსახურება 

არარეზიდენტი პირისგან პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება


შპს ჯორჯია ტრანზიტის მიერ (/: 205031213) წინამდებარე

დადგენილებით დაშვებული მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა

სს საქართველოს რკინიგზისგან შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 

ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება 

3

არარეზიდენტი პირისგან პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება

სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვისთვის სხვადასხვა საექსპედიტორო და საპორტო, მათ შორის სატერმინალო  მომსახურება. 

შპს  ჯიარ  ტრანზიტის  მიერ (/: 402020022) წინამდებარე 

დადგენილებით  დაშვებული  მომსახურების  ან/და  საქონლის  შესყიდვა

სს საქართველოს რკინიგზისგან შესასყიდი, ძირითად საქმიანობასთან (სატრანსპორტო ექსპედიცია) დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საქონელი და მომსახურება 

ძირითადი საქმიანობიდან (სატრანსპორტო ექსპედიცია) გამომდინარე, სადგურებსა და ესტაკადებზე ვაგონ-ცისტერნების საჭიროებისამებრ გადაადგილების უზრუნველყოფის მომსახურება 

3

არარეზიდენტი პირისგან პერსონალის სწავლებისა და ტრენინგების მომსახურება

სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვისთვის სხვადასხვა საექსპედიტორო და საპორტო, მათ შორის სატერმინალო მომსახურება.