დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 610 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025504 |
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება მოქმედია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების წესს. 2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შემსყიდველის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი – საწარმო, რომელიც თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი ამ სპეციალური წესით; ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; გ) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge; ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი); ვ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომში – პროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა; ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ი) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით; კ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში; ლ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი); მ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი; ნ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით; ო) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს; პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.); ჟ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას; ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი; უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება; ფ) შავი სია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი; ქ) სისტემის “CMR” მოდული – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR ). მუხლი 3. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის საქმიანობის მიზნებიდან ან/და ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები მცდარი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად, მათ შორის, ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განახორციელოს შესყიდვები, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთებული სხდომის ოქმი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები; დ) არ დადოს ხელშეკრულება შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან. მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს: ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას; ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; გ) მიმწოდებლის შერჩევას პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები
მუხლი 6. შესყიდვების დაგეგმვა
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას; ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას; გ) შესყიდვის საშუალებას; დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე); ე) დაფინანსების წყაროს. 3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე, სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად. მუხლი 7. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას განსაზღვრავს და ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. 2. კომისია მოქმედებს შემსყიდველის სახელით. 3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. 6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელმოწერისთანავე. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 7. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერის/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. მუხლი 8. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებით. 4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალის შენახვა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. მუხლი 9. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 3 (სამი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ტარდება პრეისკურანტის საფუძველზე – მითითება პრეისკურანტის სავარაუდო და შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებებზე); ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა; ი) ბიჯის ოდენობა. 4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის ან შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 5. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 10. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვ.; დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) მითითებას ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ვ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) მითითებას წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი გარანტიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ. 2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 11. ტექნიკური მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი. 2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით. 3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე. 4. კომისია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო ან საქართველოს სტანდარტებს. კომისია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (არსებობის შემთხვევაში). დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა. 5. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას და ვადას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან მისი ბუნებიდან გამომდინარე დაბრუნება შეუძლებელია. მუხლი 12. წინადადების წარდგენა
მუხლი 13. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
ა) პროცედურის პირობებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდითა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენით; ბ) საბანკო გარანტიით, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან.
მუხლი 14. შერჩევა/შეფასება
მუხლი 15. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
ა) იგი შავ სიაშია რეგისტრირებული; ბ) იგი უარს იტყვის წინადადებაზე ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; გ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურის განცხადებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს; დ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს; ვ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება პროცედურის პირობებს; ზ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
მუხლი 16. ხელშეკრულება და სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია
მუხლი 17. ელექტრონული პროცედურის ჩატარება პრეისკურანტის საფუძველზე
დანართი №1 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი
დანართი №2 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები