დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის №658 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 615 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025509 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის №658 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021680) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები“; ბ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“-„ლ3“ ქვეპუნქტები: „ლ2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 431 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენასა და აღკვეთას; ლ3) უფლებამოსილია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 431 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოსავლენად, ნებისმიერი ფიზიკური პირისგან ან იურიდიული პირისგან გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები).“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ და ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს).“; ბ) მე-11 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სანქციების აღსრულების მონიტორინგის სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები