,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.113.016545
15
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250020.35.113.016545
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/05/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.113.016354) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოვლითი  ჭრებით  მიღებული  მერქნული რესურსის  განლაგება ან/და მიწოდება ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ, ხოლო განკარგვა ან გასხვისება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ამ წესის შესაბამისად.“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოვლითი ჭრა ხორციელდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ში,  ხოლო  მეორე  ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ   პირთან.“.

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის  სამუშაოების  დამთავრების  შემდეგ შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია.“.

4. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ   პირთან.“.

 5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსაჭრელი ხეების ერთეულად ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია.“.

6. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების  სამსახურის  ჩართულობით  შეიძლება  დასაწყობდეს საამისოდ  სპეციალურად  გამოყოფილ ადგილას.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად არსებული მერქნული რესურსი (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, სოციალური დახმარების მიზნით,  მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებულ იურიდიულ პირს,  ფიზიკურ პირს ან და სხვა არასამეწარმეო მიზნების მქონე იურიდიულ პირს.“.

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი  წესით.“.

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (ფუნქცია დაკარგული  მწვანე ნარგავების–საშეშე ან/და სამასალე მერქნის) ტრანსპორტირებას საამისოდ  სპეციალურად  გამოყოფილ ტერიტორიამდე.“.

7. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღრიცხვის უწყისს ადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია.“.

8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხეების გადარგვა ხორციელდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია