„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016789
54
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
300280000.16.009.016789
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №54

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) მე-18 მუხლის:

ა.ა) 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა), რაც შეუძლებელს ხდის განმცხადებლის სწორ იდენტიფიცირებასა და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.“;

ბ) 59-ე მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლები, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის) საკუთრებაში ჰქონდათ წესების ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლობელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქცირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით:

ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია 2026 წლის 1 სექტემბრამდე კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის;

ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია 2026 წლის 1 ოქტომბრამდე შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ;

გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ.

3. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2029 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2028 წლის პირველ იანვრამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.

4. სისტემის ოპერატორს დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ წესების მე-20 მუხლის მე-4 – მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებით, ასევე 23-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს 2026 წლის 1 დეკემბრამდე.

5. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე.

6. მიმწოდებელი ვალდებულია 2026 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს 39-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ.“.

2. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე