„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016579
59
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010260020.35.154.016579
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2025 წლის 29 დეკემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.     
შევიდეს ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის  №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  02/05/2024, 010260020.35.154.016527)  დამტკიცებულ დანართში N1, დანართის მე-3 მუხლს დაემატოს  „ნ“  „ო“ „პ“  ქვეპუნქტები და თიანეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

 მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას;

ბ) მერის დავალების საფუძველზე მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მერის დავალების საფუძველზე საკრებულოში წარსადგენი, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას, რომელთა პროექტი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ 5 სამუშაო დღით ადრე სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გაგზავნილ უნდა იქნეს იურიდიული სამსახურისთვის.

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) მერის დავალების შემთხვევაში მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, რომელთა შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეული 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავს იურიდიულ სამსახურს.

თ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

კ) სხვა სამსახურებთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება.

ლ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) სამართლებრივი ანალიზი და მათი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება.

მ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას.

)პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღებ ან შეცვლ, მონაცემთა დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირების ინფორმირება, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას.

) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

პ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას, ასევე კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზი დიდებაშვილი