„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017430
143
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
280120000.22.026.017430
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი 

ბრძანება №143

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 5 წლამდე – 15%;“;

ბ) „ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.

2. 22- მუხლის“-„" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 4 შვილზე – 313 ლარი;

ბ) 5 შვილზე – 425 ლარი;

გ) 6 შვილზე – 525 ლარი;

დ) 7 შვილზე – 625 ლარი;

ე) 8 შვილზე – 725 ლარი;

ვ) 9 და მეტ შვილზე – 825 ლარი.“.

3. 242 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24​​2

სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროგრამებიდან გამომდინარე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელიც წარგზავნილია საველე შეკრებაზე (წვრთნა, სწავლება, მეცადინეობა) უწყვეტად, 24 საათი და მეტი ვადით, და იმყოფება საველე პირობებში მუდმივი დისლოკაციის/სამსახურის ადგილის გარეთ არსებულ სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, საწვრთნელ ველზე ან/და პოლიგონზე, მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით ეძლევა დანამატი ყოველდღიური ანაზღაურების სახით – 39 ლარის ოდენობით.

 

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე;

ბ) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე;

გ) სარეზერვო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე.“.

4. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

 

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოები

(ლარებში)

 

წოდება

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

გენერალი

G-4

9717

2

გენერალ-ლეიტენანტი

G-3

8054

3

გენერალ-მაიორი

G-2

6522

4

ბრიგადის გენერალი

G-1

5179

5

პოლკოვნიკი

O-6

3879

6

ვიცე-პოლკოვნიკი

O-5

3347

7

მაიორი

O-4

3080

8

კაპიტანი

O-3

2880

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

2747

10

ლეიტენანტი

O-1

2662

11

მთავარი სერჟანტი

S-8

3141

12

მასტერ-სერჟანტი

S-7

2808

13

უფროსი სერჟანტი

S-6

2638

14

სერჟანტი

S-5

2481

15

უმცროსი სერჟანტი

S-4

2336

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

S-3

2233

17

I კლასის რიგითი

S-2

2185

18

რიგითი

S-1

2142

 

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული წოდებრივი სარგოები არ ვრცელდება ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებზე, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს/პროგრამას.“.

5. №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები

 (ლარებში)

თანამდებობები

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

1

დეპარტამენტის უფროსი

CP-24

4509

2

სამმართველოს უფროსი

CP-23

3744

3

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის შეფასებისა და მონიტორინგის კოორდინატორი

CP-22

3436

4

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

CP-21

3130

5

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი (ინგლისური ენის, გერმანული ენის, თურქული ენის, რუსული ენის, ფრანგული ენის)

CP-20

3045

6

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი

CP-19

2894

7

თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), განყოფილების უფროსის მოადგილე, ორკესტრის უფროსის მოადგილე – უფროსი დირიჟორი

CP-18

2822

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი თანაშემწე, ქვეგანყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ავტომრეცხავი.

CP-17

2671

9

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის ტესტირების სპეციალისტი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ენობრივი მომზადების სკოლის მასწავლებელი (ინგლისური ენის, გერმანული ენის, თურქული ენის, რუსული ენის, ფრანგული ენის), ლაზარეთის უფროსი, ჯგუფის უფროსი (სამედიცინო), სამედიცინო პუნქტის უფროსი, უფროსი ექიმი

CP-16

2587

10

მთავარი სპეციალისტი, მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მთავარი ინჟინერი, მთავარი მექანიკოსი, უფროსი ინსპექტორი, გამომძიებელი, ექიმი, სტომატოლოგი, უმცროსი ექიმი

CP-15

2515

11

სპეცტექნიკის სპეციალისტი, ექსკავატორის სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკის მძღოლი-ოპერატორი

CP-14

2448

12

უფროსი სპეციალისტი, უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), უფროსი ინჟინერი, უფროსი მასწავლებელი, ინსპექტორი, პუნქტის უფროსი, სექციის მეთაური, სადგურის უფროსი, უფროსი მუსიკოსი, წამყვანი მენეჯერი (სამუშაოთა მწარმოებელი)

CP-13

2363

13

ინჟინერი

CP-12

2267

14

სპეციალისტი, სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), მასწავლებელი, სამოქალაქო ავიაციასთან ურთიერთქმედების კოორდინატორი, მფრინავი-ინსტრუქტორი, ფრენების ხელმძღვანელი, სტილისტი, უცხო ენების მთარგმნელი, თარჯიმანი, დამკაბადონებელი, ფორთიფიკატორი, მუსიკოსი, ენერგეტიკოსი, მეტეოსპეციალისტი

CP-11

2057

15

ავტოამწის მძღოლ-ოპერატორი, ავტომტვირთავის მექანიკოსი, მეაკუმულატორე, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების შემკეთებელი, მძიმე და მსუბუქი ტექნიკის მექანიკოსი, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პუნქტის ოსტატი, შემკეთებელი (ძრავას, საბურავების, სავალი ნაწილის, გენერატორის, ავტოტექნიკის, საწვავის სისტემის), ზედაპირის სპეციალური დამუშავების ოსტატი, შემდუღებელი (ელექტროაირშემდუღებელი, ელექტროშემდუღებელი, აირშემდუღებელი), ავტოელექტრიკოსი, ზეინკალი, მეთუნუქე, მღებავი, ხარატი

CP-10

1978

16

მძღოლი; მძღოლი-ექსპედიტორი, მძღოლი-მეხანძრე; მძღოლი-მექანიკოსი; ავტომტვირთავის მძღოლი, უნაგირა საწევარის მძღოლი, სახანძრო მანქანის მძღოლი, მოძრავი სარემონტო სახელოსნოს მძღოლი, ტექნიკური დახმარების ავტომანქანის მძღოლი, სპეცტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი, მუხლუხიანი ტექნიკის მძღოლი-მექანიკოსი

CP-9

1912

17

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დისპეტჩერი

CP-8

1857

18

ოსტატი, სახანძრო მანქანის ოპერატორი, საწყობის უფროსი

CP-7

1725

19

ელექტრიკოსი, გაზოელექტროშემდუღებელი, მეხანძრე, სანტექნიკოსი, გამმართველი, საავარიო და სარემონტო განყოფილების ზეინკალი

CP-6

1683

20

დურგალი, საავარიო და სარემონტო განყოფილების მღებავი

CP-5

1635

 21

 ბიბლიოთეკარი, ინსტრუქტორი, უფროსი მზარეული, მზარეული, აღმრიცხველი, აღრიცხვის სპეციალისტი, ექთანი, რეგისტრატორი, ლაბორანტი, ფარმაცევტის თანაშემწე, ტექნიკოსი, ოპერატორი, ექსკავატორის ოპერატორი, მძღოლი-ოპერატორი, დისპეტჩერი, რადიოოპერატორი, მექანიკოსი, ქსელების ადმინისტრატორი

CP-4

1611

22

დეზინფექტორი

CP-3

1562

23

სანიტარი, მზარეულის დამხმარე, ფელდეგერი, ტვირთების დამმუშავებელი, მეჯინიბე, ავტომრეცხავი, მკერავი

CP-2

1514

24

მეკუჭნავე, დამლაგებელი

CP-1

1478

 

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული ამ დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული №2​1 დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე.“.

 

6. №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების

მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები

 (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

თანამდებობრივი სარგო თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის

თანამდებობრივი სარგო თავდაცვის ძალების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

6204

6204

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი

4763

4763

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

3274

3274

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

2653

2442

5

თავდაცვის მაიორი

2322

2032

6

თავდაცვის კაპიტანი

2255

2020

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

2207

2008

8

თავდაცვის ლეიტენანტი

2134

2002

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

2057

1954

10

თავდაცვის ზემდეგი

1737

1737

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

1712

1712

12

თავდაცვის სერჟანტი

1707

1707

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

1695

1695

14

თავდაცვის რიგითი

1688

1688

 

შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღნიშნული დანართის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სპეციალური წოდების მქონე პირებზე.“.

7. №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №5

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრსორტასსამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები

 (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

1

ცენტრის უფროსის თანაშემწე, ექიმი-სპეციალისტი, უფროსი ინსტრუქტორი

2466

2

მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი

2093

3

სპეციალისტი

2069

4

მზარეული, მეკავშირე, დიზელისტ-ელექტრიკოსი, მძღოლი

2050

5

მედდა

2038

6

სამმართველოს უფროსი

3328

7

მთავარი ინსპექტორი

2978

8

სასწავლო კურსის უფროსის მოადგილე

3202

 

8. №7 დანართის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის სერჟანტი, ბაზის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი – მთავარი დირიჟორი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ავიაციის მთავარი ინჟინერი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) შტაბის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე, შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ შტაბის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსი, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სსიპ – თავდაცვის მოხალისის მოხალისეებთან და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამმართველოს უფროსი

 

 

 

 

 

 

 

 

 500

 “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი