დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017971 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ
|
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისათვის გასაცემი კომპენსაცია (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საცხოვრებელი ფართობის ერთი თვით დაქირავებისთვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფარგლებში:
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1150 ლარი; ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1500 ლარი; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1200 ლარი; ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი; ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი; ზ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი; თ) სენაკის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი; ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; კ) მესტიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი; ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 900 ლარი; მ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ნ) გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 900 ლარი; ო) მარნეულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი; პ) თელავის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი; ჟ) მცხეთის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1200 ლარი; რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ს) ხაშურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ტ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; უ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ფ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ქ) ახალციხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 800 ლარი; ღ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი; ყ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; შ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; ჩ) დმანისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; ც) წალკის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; ძ) ადიგენის მუნიციპალიტეტში– არაუმეტეს 500 ლარი; წ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1000 ლარი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები