ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016646
26
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250050.35.167.016646
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ დანართი  №1-სა და დანართი  №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025  წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



 

                                                                                                                                              დანართი №1

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026  წლის პროგრამა

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა


მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დროებით რეგისტრირებული დევნილი, მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მუხლი 2. პროგრამის სახელწოდება

წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2026 წლის პროგრამა“.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 5. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია 1 694 600 (ერთიმილიონ ექვსას ოთხმოცდათოთხმეტიათას ექვსასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 291 900 (ორას ოთხმოცდა თერთმეტიათას ცხრაასი) ლარი. ჯამში: - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 986 500 (ერთიმილიონ ცხრაას ოთხმოცდა ექვსიათას ხუთასი ) ლარი.

მუხლი 6. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება, პროგრამის დანართი, N2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

 მუხლი 7. სოციალური პროგრამის ღონისძიებები და აქტივობები

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება;

. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

.) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა;

.) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებზე, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების(საფენების) დაფინანსების ხელშეწყობა;

.) უსინათლო პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

.) იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით ხელშეწყობა;

.) გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;

. შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება;

.) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა;

.) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახებზე, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების (საფენების) დაფინანსების ხელშეწყობა;

.) აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება ;

.) ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის (F 84) აშლილობის და განვითარების ეტაპების (R 62) დაყოვნების მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას;

.) იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა;

. ) სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;

.) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ხელშეწყობა;

 2. სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა;

. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება.

  . ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსებაის ხელშეწყობა;

. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ხელშეწყობა;

3. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება.

. მარტოხელა მშობლების, ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებზე ყოველთვიური ელექტოენერგიის ღირებულების თანადაფინანსების ხელშეწყობა;

. ) მარტოხელა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახებზე , რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება;

) ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება;

.) ტყუპი ბავშვთა (ორი და მეტი) ოჯახზე, ერთჯერადად ფულადი დახმარება;

.) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილთა ოჯახებზე , პირველადი ჰიგიენური საშუალებების ,,ახალშობილის კალათი“-ს გადაცემა;

) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება;

.) სოციალურად დაუცველ ( 0 -დან 65 000 ქულის მქონე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი დახმარება ;

) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომლის დაცვის მიზნით მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, ან გაცემულია პროკურატურის მიერ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

.) ოჯახში, ძალადობის მსხვერპლი პირების დროებითი თავშესაფრით (ბინის ქირით) უზრუნველყოფა;

) ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების (ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;

) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი და ტანსაცმლის კომოდი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა.) უზრუნველყოფა.

4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.

5. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

6. უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა.

 7. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.

8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დახმარება.

9. მარტოხელა ან/და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯით უზრუნველყოფა;

10. ომისა და სამხედრო ძალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:

. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა, გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი;

. სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში:

.) ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს,)

.) ერთჯერადი ფულადი დახმარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები).

.) 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

11. უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარების შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი.

12. უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;

13. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

14. . ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.

15. პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა

ა) სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა;

ბ) პერონალური ასისტენტის სერვისი “.

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);

გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან /და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

 2. უსინათლო პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

დ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

ე) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.

3. იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობა;

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ვ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის) საბანკო რეკვიზიტი;

4. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

 ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

5. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ან თანადაფინასების ხელშეწყობა;

ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით)

 ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

6. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდეასაკის) ოჯახისათვის საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა.

ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრიდან.

დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით)

ე) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

თ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

 7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდეასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანიდა-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან

 ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

 ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

8. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა დახმარებისათვის:

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.

9 . ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის (F 84) აშლილობის და განვითარების ეტაპების (R 62) დაყოვნების მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობისათვის;

 ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) აუტისტური სპექტრის შემთხვევაში - ადოსის ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განვითარების ეტაპების დაყოვნების შემთხვევაში - ფორმა N100-ში გაწერილი დიაგნოზი R-62.

ვ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

თ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამისი პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

10. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების დახმარება;

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი ან/და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

11 . ოჯახისათვის, რომლის წევრ( ებ) საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) ინვოისი ; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია;

ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ან/და კერძო დაზღვევის შემთხვევაში ცნობა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს, ლიმიტის ამოწურვას;

ზ) ხელშეკრულება ან /და ცნობა ვალის აღიარების თაობაზე (დავალიანების გადახდის შესახებ);

თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

12 . ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების დახმარება:

12.1. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების საჭირო მედიკამენტების, თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მშობლის ან/ და ოჯახის წევრის მიერ);

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) პაციენტის პირადობის ან/დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან.

ვ)საყოველთაო ჯანდაცვის ან/და კერძო დაზღვევის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ დალიმიტის ამოწურვას.

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

12. 2. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

ა) განცხადება (მშობლის ან/ და ოჯახის წევრის მიერ);

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) პაციენტის პირადობის ან/დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;

 ე) ინვოისი ; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია;

ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ან/და კერძო დაზღვევის შემთხვევაში ცნობა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს, ლიმიტის ამოწურვას;

ზ) ხელშეკრულება ან /და ცნობა ვალის აღიარების თაობაზე (დავალიანების გადახდის შესახებ);

 თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

13. ობოლ , მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილ (ებ):

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ოჯახის წევრთა შემადგენლობით“;

 ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის, რეგისტრაციის ნომერი.

 ზ) გადაწყვეტილება (მარტოხელა ან/და მარჩენალდაკარგულ) მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;

14. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ობოლ , მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილ (ებ):

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) საბანკო რეკვიზიტი.

 ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ოჯახის წევრთა შემადგენლობით“;

 15. ახალშობილთა ოჯახზე (პირველი და მეორე შვილი).

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;

 ე) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.

16 . ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას:

ა) განცხადება;

 ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.

დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;

ე) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.

 17. მრავალშვილიანი ოჯახი , რომელთაც ჰყავთ 4 დამეტი არასრულწლოვანი /18 წლამდეასაკის/ შვილი;

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

 დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ე) საბანკო რეკვიზიტი.

ვ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სოციალური ქულების შესახებ;

18. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი ოჯახი , რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდეასაკის/ შვილი;

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

 ე) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სოციალური ქულების შესახებ;

 ვ) საბანკო რეკვიზიტი.

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ოჯახის წევრთა შემადგენლობით“;

19. უდედმამო ბავშვები დახმარება (18 წლამდე), ბავშვები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთი მშობელი ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის სტსტუსი;

 ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

 ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლების ან/და მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) ცნობა მშობლის უფლება - მოვალეობების შეზღუდვის თაობაზე;

 ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ზ) კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.

 20. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრის ოჯახისათვის:

 20.1 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) საბანკო რეკვიზიტი

 20. 2 ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს,)

) განცხადება;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) საბანკო რეკვიზიტი;

20.3 სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ;

ე ) საბანკო ანგარიში

 20. 4. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის;

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) სასამართლო გადაწყვეტილება გარდაცვალების შესახებ;

 დ ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

21. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება:

21.1 იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით)

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობი სმოწმობის ასლი;

 გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ე) საბანკო ანგარიში;

21.2. იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (თბობის სეზონთან დაკავშირებით)

ა) განცხადება;

ბ) პირადობი სმოწმობის ასლი;

გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ე) საბანკო ანგარიში.

22 . მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია წერილობით;

 ბ)პირადობის მოწმობის ასლი/პირზე, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;

 ე) საბანკო ანგარიში.

 23. უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა.

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი, შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში , ავარიული სახლის შესახებ;

დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;

ზ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება;

თ) საცხოვრებელი სახლის, საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი ) დამქირავებლის საბანკო ანგარიში.

 ვ) შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედების პერიოდში , ან პროკურატურის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულდ ცნობის შესახებ.

24. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

დ)შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედების პერიოდში, ან პროკურატურის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულდ ცნობის შესახებ.

ე)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

25. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;

დ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან / და გადახდის ქვითარი.

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

26 . 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დასახმარებლად:

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ე) საბანკო ანგარიში.

27. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ფორმა N-100 (დედანი);

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას.

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

ვ) საბანკო ანგარიში.

28. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება, საყოფაცხოვრებო ნივთებითა (საწერი მაგიდა, სკამი , კომოდი და საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) უზრუნველყოფა.

დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად გამოვლენილი იმ მოწყვლად ოჯახებზე სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა მათი მხარდაჭერა ;

29. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.

დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების“ მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად, გამოვლენილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფ ოჯახებზე, მათ შორის ხანდაზმულებზე, რომელთაც აქვთ მძიმე საცხოვრებელი პირობები და არსებული ინვენტარი ვერ აკმაყოფილებს საჭირო საბაზისო მოთხოვნებს.

30. პერსონალური ასისტირების საჭიროების წარმოსადგენი დოკუმენტავია:

ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროების მქონე (მოსარგებლე) პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრიდან.“

მუხლი 9 . სოციალური დახმარების ოდენობა:

1.მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებზე ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“

3. უსინათლოთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

4. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით დახმარება გაეწევა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 5. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების კოლოსტომის ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსება გაიცემა ჯამში -1200 ლარი 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 100 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე დაფინანსება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“

6. იშვიათი ან მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

7. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - ელექტოენერგიის დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“ 8. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, გაიცემა ერთჯერადი დახმარება - 300 (სამასი) ლარი;

9 . ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 (ორასი) ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება - 300 (სამასი) ლარი. აგრეთვე, ყველა ახალშობილს გადაეცემა ,,ახალშობილის კალათი“ (შპს ,, არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხიდან ყოველკვირეულად გადმოგზავნილ ინფორმაციის საფუძველზე << socialurisamsaxuri2019@gmail.com>, აგრეთვე მოქალაქის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე.

10 . ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადად ფულადი დახმარების თანხა -1000 (ერთიათასი) ლარი.

11. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

12. სოციალურად დაუცველ ( 0 -დან 65 000 ქულის მქონე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, გაიცემა ერთჯერადი დახმარება - 300 (სამასი) ლარი;

13. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;

ბ) ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს,)- 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში -300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 500 (ხუთასი) ლარი.

14. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;

15. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახებზე ფულადი დახმარების სახით არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ( აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით - 150 ლარი და თბობის სეზონზე - 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

16. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობის კვლევის თანადაფინანსებას ან დაფინანსებას, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება განისაღვრება შემდეგნაირად:

ა) 200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, თანადაფინანსება განისაზღვრება - თანხის 100%;

ბ) 200 ლარს ზევით, 1400 ლარამდე, ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის 50%.

გ) 1400 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის არაუმეტეს 700 ლარისა.

 დ) წლის განმავლობაში ლიმიტირებული თანხა განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მე-9 მუხლის, მე-17 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ლიმიტირებული თანხის შევსებამდე.

17. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნის) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 1 000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.

 18. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნის) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობის და კვლევის თანადაფინანსება განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

19. უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა - ყოველთვიურად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, ბინის ქირის დასაფარად, წლის განმავლობაში. ამავე პროგრამის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლ ოჯახისათვის, დროებითი თავშესაფრით (ქირით) უზრუნველყოფა.

20. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მქონე პირებს, მათ მიმართ ჩადენილი ერთი დანაშაულის ფარგლებში გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება -1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.

21 . უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე, თბობის სეზონთან დაკავშირებით, საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად, 150 (ასორმოცდაათი) ლარი აბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე.

22. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 (ხუთასი) ლარი.

23. ჰემო-დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - მთელი წლის განმავლობაში , ყოველთვიურად - 200 (ორასი) ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).

24. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, ბავშვები რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - თითოეულ ბავშვზე (18 წლამდე) - 100 (ასი) ლარი, ყოველთვიურად განცხადების შემოტანიდან მთელი წლის განმავლობაში.

 25. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება , რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა, დაფინანსება გაიცემა ჯამში -1500 ლარი 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 125 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“ 26. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის ხელშეწყობა, წელიწადში ორჯერ 500-500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

27. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსება გაიცემა ჯამში -1200 ლარი 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 100 ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი ვადა 6 თვეზე ნაკლებია, ასეთ დროს დაფინანსება ანაზღაურდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად. ამასთან, მიმდინარე თვის საფასურის დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარმოდგენილია თვის 5 რიცხვამდე, ხოლო 5 რიცხვის შემდეგ შემოსული განაცხადების საფუძველზე სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან.“ 28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე, აუტისტური სპექტრის აშლილობის (F84) და განვითარების შეფერხების (R62) დიაგნოზის მქონე ბავშვთა მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის თანადაფინანსება წელიწადში ორჯერ, 6-თვიანი ინტერვალით, თითოეულ ჯერზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სერტიფიკატის მქონე სპეციალისტების მიერ (ქცევითი და მეტყველების თერაპიის სრული 40-საათიანი გადამზადების კურსი), რომელთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების გადამოწმების უფლებამოსილება ენიჭება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს.“

29 . მე-8 მუხლის 28-ე პუნქტის ფარგლებში გამოვლენილ მოწყვლად ოჯახს დახმარება გაეწევათ არაუმეტეს -1200 ლარის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, ბავშვებისათვის აუცილებელი ავეჯის (საწერი მაგიდა, სკამი,კომოდი და საწოლი) და საოჯახო ტექნიკის (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) შეძენა და გადაცემა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 30. მე-8 მუხლის 29-ე პუნქტის ფარგლებში გამოვლენილ მოწყვლად ოჯახს დახმარება გაეწევათ არაუმეტეს -1200 ლარის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილ კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით შეძენა და გადაცემა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 31. სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა, დადებითი შეფასებისას ანაზღაურდეს 25 ლარის ოდენობით (ერთ ბენეფიციარზე).“.

მუხლი 10. სოციალური პროგრამის დაფინანსება

1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის - სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის; ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურეობა, მკურნალობა კვლევა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჰიგიენური (საფენების; კანის დამატენიანებელი და ჰიგიენური) საშუალებების, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომიით დაავადებულ პირთათვის და საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის და პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსებისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად, დაუყოვნებლივ, გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება, მუნიციპალიტეტის მერიის, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობის გათვალისწინებით.

3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

6. პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება მოხდება 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

მუხლი 11. სოციალური დახმარების გაცემის წესი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

1. სოციალური დახმარების დაფინანსების ან/და თანადაფინანსების გასაცემად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).

 2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება ბენეფიციარის, მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზებით ვერ გამოიყენა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს განმეორებით წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

3. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.

4. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ, წარმოდგენილი საბუთების სისწორეს, აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.

5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა მის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .

6. 2025 და 2026 წლეში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

7. საახალწლო სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა - მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე, მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, მაჩენელდაკარულ ან სხვა მოწყვლად ოჯახებზე.

8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

9. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირა გაიცემა , ოჯახის სრულწლოვან წევრზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ან ანგარიშსწორების ბოლო ვადა (რიცხვი) ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დასრულების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“

მუხლი 12. დამატებითი პირობები

1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;

ა.ა)ბენეფიციარს მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში უკვე მიღებული აქვს ამ დადგენილების მე-9 მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება და ათვისებული აქვს ლიმიტირებული თანხა. ა.ბ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების ანაღაურება;

ა.გ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი;

ა.დ) სამკურნალო მასაჟი და ფიზიო თერაპიისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება.

დანართი №2

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 

პროგრამული
კოდი

დასახელება

 

2026 წლის
პროექტი (ათლარი)

 

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 

1 986 500

 

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

 

291 900

 

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

   

06 02

სოციალური დაცვა

 

06 02 01

ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება.

85 000

პროგრამის შესაბამისად

06 02 02

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

243 000

წელიწადში ერთხელ და ახალწელს ერთჯერადად.

ტყუპი შვილის შეძენისას ოჯახების დახმარება.

ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახის დახმარება.

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

ახალშობილთა ოჯახზე სასაჩუქრე კალათის გადაცემა

პროგრამის შესაბამისად

დედ-მამით ობოლი ბავშვების, ბავშვები,რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის სტსტუსი;

პროგრამის შესაბამისად

   

ობოლ, მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

პროგრამის შესაბამისად

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მქონე პირების დახმარება.

პროგრამის შესაბამისად წელიწადში ერთხელ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი,კომოდი საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.

 

წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს - 1200 ლარს.

06 02 03

სამედიცინო კვლევების, სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

700 000

პროგრამის შესაბამისად (აღნიშნული თანხის შევსებამდე)

ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება

პროგრამის შესაბამისად

(აღნიშნული თანხის შევსებამდე)

ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

პროგრამის შესაბამისად

(აღნიშნული თანხის შევსებამდე)

   

იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვით დახმარება

 

 პროგრამის შესაბამისად

იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა.

პროგრამის შესაბამისად

გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე ოჯახების ხელშეწყობა,

პროგრამის შესაბამისად

კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.

პროგრამის შესაბამისად

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.

პროგრამის შესაბამისად

ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობა

 პროგრამის შესაბამისად

 

06 02 04

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა

 

 

104 300

 პროგრამის შესაბამისად

06 02 05

       
 

06 02 06

მზრუნველობამოკლე-ბულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

 

160 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

06 02 07

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა

 

19 200

პროგრამის შესაბამისად

06 02 08

ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა

 

6 100

პროგრამის შესაბამისად

06 02 09

უსახლკაროდ დარჩენილი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები, კრიზისულ ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზარალებული ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფა.

 

60 000

პროგრამის შესაბამისად

06 02 10

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების

 

60 000

პროგრამის შესაბამისად

06 02 11

100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა

 

4000

პროგრამის შესაბამისად

06 02 12

სარიტუალო ხარჯი

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

15 000

პროგრამის შესაბამისად

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)

პროგრამის შესაბამისად

06 02 13

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

85 000

პროგრამის შესაბამისად

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახების დახმარება.

პროგრამის შესაბამისად

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება

პროგრამის შესაბამისად

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახის დახმარება

წელიწადში ერთჯერადად

 

 უსინათლოთა დახმარება

 

 

 

პროგრამის შესაბამისად

06 02 17

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კრიზისში მყოფი ოჯახების, მათ შორის ხანდაზმულების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ინვენტარის ან/და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.

 30 000

პროგრამის შესაბამისად

06 02 18

პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა

 

ა) სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა.

ბ) პერონალური ასისტენტის სერვისის უზრუნველყოფა.

63 000

პროგრამის შესაბამისად