დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016648 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 27/12/2023 , 190020020.35.167.016593). |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანართით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი“-ს:
ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას. ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“-„პ“ პუნქტები: „ლ) ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თანადაფინანსება — პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი ახორციელებს ახალგაზრდების პროფესიული მომზადების თანადაფინანსებას (ღირებულების 30%-ის ფარგლებში). პროცესი ხორციელდება მუნიციპალიტეტის შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ეფუძნება კონკრეტულ სილაბუსს , რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნადი უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციების გადაცემას ახალგაზრდების ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და თვითრეალიზაციისთვის. მ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია - საქმიანობის სფერო, რომელზეც არსებობს მაღალი დინამიური მოთხოვნა შრომის ბაზარზე, ხასიათდება დასაქმების მაღალი პოტენციალით და იძლევა დისტანციური ან ლოკალური თვითდასაქმების შესაძლებლობას. ნ) არაფორმალური განათლება -რაც გულისხმობს, საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიების, ტრენინგ-კურსებისა და სემინარების მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავს 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ო) სასწავლო დაწესებულება — ორგანიზაცია (საჯარო ან კერძო), რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას და წარმართავს სწავლების პროცესს დადგენილი სილაბუსის შესაბამისად, ან ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებასა და კონკრეტული ხელობის/პროფესიის შესწავლაზე. პ) სილაბუსი -სასწავლო კურსის პროგრამა, რომელშიც გაწერილია კურსის მიზნები, სწავლის შედეგები, შინაარსი, სწავლების მეთოდოლოგია, შეფასების კრიტერიუმები და გამოსაყენებელი მასალა.“. ბ) მე-4 მუხლი ამოღებული იქნას; გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საგანმანათლებლო, არაფორმალური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება საგანმანათლებლო, არაფორმალური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსების წლიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს – 105 000 ლარით.“. დ) მე-7 მუხლის: დ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტების ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი სასწავლებლის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს მიმდინარე კალენდარული წლის არაუგვიანეს 1 ოქტომბრამდე და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლიდან ორივე სემესტრის (შემოდგომისა და გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.(ზ/ხსენებული დოკუმენტის არ არსებობა, არ შეაფერხებს საკითხის განხილვას, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური, გამოითხოვს ინფორმაციას მერის წარმომადგენლისგან, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაინტერესებული პირის ცხოვრების ფაქტის შესახებ); ე) საბანკო რეკვიზიტი; 3. საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს მიმდინარე კალენდარული წლის არაუგვიანეს 1 დეკემბრამდე და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლიდან ორივე სემესტრის (შემოდგომისა და გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. (ზ/ხსენებული დოკუმენტის არ არსებობა, არ შეაფერხებს საკითხის განხილვას, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური, გამოითხოვს ინფორმაციას მერის წარმომადგენლისგან, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაინტერესებული პირის ცხოვრების ფაქტის შესახებ). ე) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, ვ ) საბანკო რეკვიზიტი.“. დ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებული იქნას; დ.გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებული იქნას; ე)მე-8 მუხლის: ე.ა) მე-4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.სუბსიდირების ხელშეკრულებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერია იკისრებს პროგრამით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის ვალდებულებას, ხელმძღვანელი პირი – თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი ფულადი რესურსის მიზნობრივად ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის განვითარების და ხელშეწყობის (ფორმების, აქსესუარების, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვა მსგავსი რეკვიზიტების) შესაძენის ვალდებულებას, ხოლო არანაკლებ 15 მშობელი – თანადასაფინანსების თანხის დაფარვის ვალდებულებას. „ ე.ბ)მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 - მე-11 ქვეპუნქტები: „7. ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამით სარგებლობისას, დაინტერესებული პირის პროფესიული გადამზადების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სასწავლო დაწესებულების (მიმწოდებლის) საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტს, სასწავლო დაწესებულებას (მიმწოდებელს) და დაინტერესებულ პირს შორის, გაფორმდება ხელშეკრულება. 8. ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამით, დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ. 9. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კრიტერიუმებია: ა) ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერიიდან - როცა პროგრამის განმახორციელებელი თავად დაგეგმავს და განახორციელებს ტრენინგებს აქტუალურ თემებზე, სადაც, მონაწილეები შეირჩევიან ღია რეგისტრაციის საფუძველზე (14-29 წელი) და პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდული საბჭოს წევრებს. ბ) ინიციატივა ახალგაზრდებიდან - როცა ახალგაზრდები (ჯგუფურად) ან ახალგაზრდული საბჭოს სახელით, მერიას წარმოუდგენენ საკუთარ იდეას/პროექტს, ცნობიერების ამაღლების ან/და არაფორმალური განათლების მიმართულებით, თემატური აქტივობის განხორციელებაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ორივე ინიციატივის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შეარჩევს ტრენერს მისი კვალიფიკაციის, პრაქტიკული გამოცდილებისა და წარმოდგენილი სპიკერის სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) საფუძველზე. 11. ტრენერის/სპიკერის მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მუნიციპალიტეტსა და ტრენერს (სპიკერს ან მის წარმომადგენელ ორგანიზაციას) შორის გაფორმებული სუბსიდირებირების ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და ამ პროგრამის ბიუჯეტის საფუძველზე. „ ვ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი: „მუხლი 9. პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების წესი 1. საგანმანათლებლო, არაფორმალური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით; ბ) ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის (შემდგომში — სუბიექტი) ინიციატივით. 2. სუბიექტის ინიციატივის შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი მერიას მიმართავს წერილობითი განცხადებით. განაცხადს უნდა დაერთოს: ა) საპროექტო წინადადება/შეთავაზება რომლის შინაარსიც შეესაბამება ზემოაღნიშნული სფეროების ხელშეწყობასა და განვითარებას; ბ) საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) ინფორმაცია მოთხოვნილი მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ - ბიუჯეტი(არსებობის შემთხვევაში); დ) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი(არსებობის შემთხვევაში).“ 3. საპროექტო განაცხადის/წინადადების მოწონების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სუბიექტთან აფორმებს შესაბამის თანადაფინანსების ხელშეკრულებას. 4. მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება, მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეულ სუბიექტთან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების გზით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დაფინანსდება/თანადაფინანსება განხორციელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,აისი“, არ ახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად იმ პროფესიულ პროგრამას, რომლის შესწავლითაც დაინტერესებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა. 6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული კონკურსების დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე, საუკეთესო მონაწილეების ან საუკეთესო ნამუშევრის ავტორების დასაჯილდოებლად, თუ საკონკურსო წესი, პირობები, კრიტერიუმები დამტკიცებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), და შექმნილია საკონკურსო ნამუშევრების განხილვა-შეფასების მიზნით, სპეციალური კომისია.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები