პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმების, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტებისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016050
18
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
050040000.48.065.016050
პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმების, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტებისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №18

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმების, სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტებისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლის, „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების“ 65 მუხლის „გ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „პირისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები“ თანდართული სახით (დანართი 1);

2. დამტკიცდეს „სპეციალური მოსამზადებელი კურსის პროგრამის მინიმალური სტანდარტები“ თანდართული სახით (დანართი 2);

3. დამტკიცდეს „განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები“ თანდართული სახით (დანართი 3).

მუხლი 2
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე