დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016681 |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2024, 190020020.35.158.016643) შევიდეს ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის №20 დადგენილების დანართი N1 ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თავი I მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათ.ლარი
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით. ათ.ლარი
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 53 586,2 ათასი ლარის ოდენობით. ათ.ლარი
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 21900,0 ათასი ლარის ოდენობით ათ.ლარი
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16 723,5 ათ. ლარის ოდენობით. ათ.ლარი
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 14 962,7 ათ.ლარის ოდენობით. ათ.ლარი
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 51 299,6 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათ.ლარი
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 18 037.0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 18 842,8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათ.ლარი
ათ.ლარი
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
ათ.ლარი
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ათ.ლარი
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 15807.9 ათასი ლარის ოდენობით. ათ.ლარი
განისაზღვროს და გაიწეროს 2025 წლის 1 იანვრისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთის მოცულობიდან 15807,9 ათასი ლარის ოდენობით; მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფრები: 1. ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2025 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის 10,581 ათასი ლარის ოდენობით; 2. №1928 30/12/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად მუნიციპალიტეტს გამოეყო ტრანსფერი 10 000,0 ათასი ლარი; 3. №746 30/05/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით 430,27809 ათასი ლარი. 4. №2401 28/12/2023 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 40.32061 ათასი ლარი; 5. №136 18/01/2018 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 9.87972 ათასი ლარი; 6. №2400 28/12/2023 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით“ 45,76731 ათასი ლარი; 7. №2476 29/12/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 0,74947 ათასი ლარი; 8. №2475 29/12/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 486,31717 ათასი ლარი; 9. №2402 28/12/2023 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 1 806,79878 ათასი ლარი; 10. №75 17/01/2022 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 60,443 ათასი ლარი; 11. №1025 23/07/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის განხორციელების მიზნით გამოიყო 1,89538 ათასი ლარი. 12. №2630 18/12/2019 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 308,4 ათასი ლარი. 13. №322 12/03/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 7,70 ათასი ლარი მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ( -57,5 ) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 57,5 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2025 წლის ბოლოსთვის 64,1 ათასი ლარის ოდენობით
შენიშვნა: სესხის ფარგლებში განხორციელდა ორი ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და ასი ცალი ნარჩენების კონტეინერის შესყიდვა (2017 წლის 13 მარტის N50 ხელშეკრულება) მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 290,5 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2025 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის 290,5 ათასი ლარის ოდენობით; 2. №53 16/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 714,0 ათასი ლარი. 3. №1955 31/12/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 7393.5 ათასი ლარი. 4. №138 24/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოიყო მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფის მიზნით სამგაზრო ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 103,050 ათასი ლარი. 5. №146 24/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 501.34841 ათასი ლარით. 6. №302 30/07/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 240.75252 ათასი ლარით. 7. №382 28/02/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „მუნიციპალიტეტებისათვის მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შესახებ“, ბოლნისის მუნიციპალიოტეტს განესაზღვრა 20,0 ათასი ლარი. 8. №186 30/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ 4000,0 ათასი ლარი. 9. №332 21/02/2025 „მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოეყო ტრანსფერი 2 000,0 ათასი ლარი; 10. N1098 9/07/2025 ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის უფლებამსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს NMES5250000885354 წერილის საფუძველზე კაპიტალური ტრანსფერი განისაზღვრა 810,0 ათასი ლარის ოდენობით. 11. N1207 30/11/2025 წლის ,, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო კაპიტალური ტრანსფერი 437,4 ათასი ლარის ოდენობით. 12. N1746 28/10/2025 წლის ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სოფელ ხატისოფლის საჯარო სკოლის გათბობის საწვავის ბრიკეტების შეძენისთვის გამოიყო 4,4ათასი ლარი. 13. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი განისზაღვრა 68, 692 ათასი ლარით. 14. ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარებიის სააგენტოსგან პროექტისთვის ,,ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სოციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში“ გრანტის ოდენობა განისაზღვრა 50,396 ათასი ლარით თავი II ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან, როგორიცაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის და საჯარო მოსამსახურეთა სწავლება–გადამზადების ხარჯებს.
საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადება (კოდი 01 06)
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა (0109)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (კოდი 02 01)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (კოდი 02 02) პროგრამის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის კომუნალური ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მოსახლეობისა და მისი სტუმრებისათვის ესთეტიკურად მიმზიდველი, უსაფრხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია, სარწყავი არხების, საკანალიზაციო, სასმელი წყლის და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სარიტუალო სახლებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები. (პროგრამული კოდი 02 02 02)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (კოდი 02 02 03)
ბინათმშენებლობა.(პროგრამული კოდი 02 02 06)
რიტუალების სახლებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 02 07)
კორპუსების მოვლა-პატრონობა (კოდი 02 02 10)
ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება (კოდი 02 02 11)
რიტუალების სახლებისა და სასაფლაოების მშენებლობა/რეაბილიტაცია (კოდი 02 02 12)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (კოდი 02 03) პროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის კომფორტული და მიმზიდველი, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის და ინფრასტრუქტურული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებები.
ცენტრალური პარკის მოვლა (კოდი 02 03 03)
ავტობუსების, მიკრო ავტობუსების და სპეციალური ტექნიკის შეძენა (კოდი 02 03 05)
მუნიციპალური ტრანსპროტი (პროგრამული კოდი 02 03 06)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 04)
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (კოდი 02 05)
საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (კოდი 02 06)
მოქალაეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობა (02 09)
მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, უპატრონო ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა.
დასუფთავების ღონისძიებები (კოდი 03 01)
ნარგავების მოვლა-პატრონობა, გამწვანება (კოდი 03 02)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას.
ა(ა)იპ - ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება" (კოდი 04 01 01)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწობა (პროგრამული კოდი 04 03)
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს, როგორც ქვეყნის მრავალმხრივი განვითარების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს, ბევრ სხვა სიკეთეებთან ერთად მისი წილი ეკონომიკის ადგილობრივ დონეზე გაჯანსაღებაში არანაკლებ პატარა მოცულობისა შეიძლება გავხადოთ თუ მისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მოხერხდება თანამედროვე მიდგომებით, მაგ: შემოქმედებითი და სპორტული ინდუსტრიების შექმნა, როგორც დასაქმებისა და ტურიზმის განვითარებისათვის ეფექტური ხელშემწყობი ფაქტორი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროები ადგილობრივ დონეზე დაეფუძნება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს:
სპორტის განვითარების ხელშეწყობა ( კოდი 05 01) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას. სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა, სპორტის განვითარება. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება - პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა.
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი (კოდი 05 01 01 01)
ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლა „ნონა“ (კოდი 05 01 01 02)
ა(ა)იპ ,,რაგბის კლუბი ბოლნისი" (კოდი 05 01 01 03)
ფეხბურთის განვითარება (კოდი 05 01 01 04)
ააიპ სსსდ ბოლნისის ძიუდოს სკოლა (კოდი 05 01 01 05)
სპორტული შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვა და მოწყობა (კოდი 05 01 02 01).
ააიპ ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახური (კოდი 05 01 02 02).
კულტურის განვითარების ხელშეწყობა ( კოდი 05 02) პროგრამის მიზანია ბოლნისში მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია; კულტურული ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიზნით პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა. კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისად განხორციელდება სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისათვის მხარდაჭერა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია. კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა.
ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი (კოდი (05 02 01 01)
ააიპ "ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა" (კოდი 05 02 01 02)
ა(ა)იპ - ბოლნისის მუნიციაპიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 03)
კულტურული შენობა-ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია (05 02 02)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 05 03)
ეპარქიის დაფინანსება (კოდი 05 04)
საგამომცემლო საქმიანობა ( კოდი 05 05)
განცხადება, რეკლამა და საეთერო დრო (პროგრამული კოდი 05 06)
წარჩინებული სპორტსმენების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ფულადი დახმარება (კოდი 05 07)
ახალგაზრდობის მხარდაჭერა (კოდი 05 09)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან
ჯანდაცვის პროგრამები (კოდი 06 01) პროგრამის მიზანია, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარებას, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას.
ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.( კოდი 06 01 01 01)
სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოები (კოდი 06 01 01 02)
სოციალური დაცვა (კოდი 06 02)
ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 01)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ყოველთვიური მატერიალური დახმარება (კოდი 06 02 02)
ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი (კოდი 06 02 03)
სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 04)
18 წლამდე ბავშვების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა (კოდი 06 02 05)
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება (კოდი 06 02 06)
გათბობის სეზონისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (კოდი 06 02 07)
სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა (კოდი 06 02 08)
ბინის ქირით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 09)
სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 10)
სტუდენტთა დახმარება (კოდი 06 02 11)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება (კოდი 06 02 13)
ერთჯერადი დახმარებები (კოდი 06 02 14)
სარიტუალო მომსახურება (კოდი 06 02 15)
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (კოდი 06 02 16)
ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრი (კოდი 06 02 17)
ბავშვთა მხარდაჭერა (კოდი 06 02 18)
მარტოხელა მშობლის ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 19)
დაზიანებული/დაუსრულებელი სახლების აღდგენა (კოდი 06 02 20)
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 22)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი (კოდი 06 02 23)
ხანდაზმულთა დღის ცენტრი (კოდი 06 02 24)
მშობლთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების (პოზიტიური მშობლობა) პროგრამა. (კოდი 06 02 25)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა. (კოდი 06 02 26)
მუხლი 14. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით
თავი III მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 71,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. მუ ხლი 17. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18. 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 20. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21. 1. საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 26 დეკემბრის N60 დადგენილების ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესის“ საფუძველზე. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ების და ააიპ-ების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
მუხლი 22. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23 . მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 775.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 24. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად (დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 290,5 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ა.ა.ი.პ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2025 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის 290,5 ათასი ლარის ოდენობით; ბ) ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა 20,0 ათასი ლარისა ოდენობით; 2. №146 24/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 742,1 ათასი ლარით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები