დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016579 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 96-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის #444 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2024 წ. სარეგ. კოდი 010250050.35.157.016548). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
|
თავი I
ზოგადი დებულებები წინამდებარე, „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობებს მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის გზით და ამ მხარდაჭერისათვის პროცედურების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში. მუხლი 1. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით. მუხლი 2. პროგრამის რეგულირების სფერო და მოსარგებლეები 1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან, პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად. 2. პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა ბავშვისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განცხადების შეტანამდე უწყვეტად, არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. 3. გამონაკლისს წარმოადგენს: ა) რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ბ) გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. გ) მულტიდიციპლინური გუნდის დასკვნით დადგენილი და დადასტურებული კრიტიკული შემთხვევა, როდესაც დაყოვნება (ექვსთვიანი რეგისტრაციის არქონა) შეიძლება ბავშვისთვის სავალალო შედეგით დასრულდეს. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი მუხლით. 5. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოდალური დებულების მე-V თავის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შექმნილია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც კოლეგიალურად განიხილავს საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 3. პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან; ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები; თავი II დახმარების სახეები მუხლი 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახეები ამ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარების დახმარების სახეებია: ა) მატერიალური (ფულადი) დახმარება ბ) არამატერიალური (არაფულადი) დახმარება მუხლი 5. მატერიალური დახმარების სახეები 1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება . 2. კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით დახმარება . 3. სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება. 4. ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევის და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება . 5. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის(18 წლამდე)სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურების დაფინანსება. მუხლი 6. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება 1. სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა); ე) დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ინვოისი (ფინანსური დოკუმენტი); მუხლი 7. კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით დახმარება 1. სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (12 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა განცხადების შემოტანის მომენტში არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 100 (ასი ) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან. მუხლი 8. სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა); ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა); ზ) ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ საზღვრებში (საჭიროების შემთხვევაში); 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება. მუხლი 9. ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევის და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის ნეიროფსიქოლოგიური, ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა) ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა) ვ ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა) ზ) ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ საზღვრებში (საჭიროების შემთხვევაში); 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება. მუხლი 10. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2000 (ორი ათას ) ლარის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ)კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა) ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა) ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა) ზ) ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ საზღვრებში (საჭიროების შემთხვევაში); 3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება. მუხლი 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის (3-დან 18 წლამდე) საკურორტო მომსახურების დაფინანსება 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (3-დან 18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საკურორტო მომსახურების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 6-დღის მომსახურების ღირებულების დაფარვით არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა; 2. საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარჯების (არანაკლებ 6 დღისა) დაფინანსება განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე: ა) შშმ ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბ) მარტოხელა მშობლის შშმ ბავშვი; გ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული შშმ ბავშვი; დ) შშმ მშობლის შშმ ბავშვი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შშმ ბავშვი; ვ) მარჩენალდაკარგული შშმ ბავშვი. 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ე) ბავშვის და მშობლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ საზღვრებში (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შშმ-ს სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი – ფორმა N IV-50 /4; ან ცნობა სოციალურ ზ) მშობლის შშმ სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი – ფორმა N IV-50 /4 (არსებობის შემთხვევაში); თ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) დედით ან მამით ობოლი დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა (არსებობის შემთხვევაში); მ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული შშმ ბავშვის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რეინტეგრაციის შესახებ; ო) ინვოისი და კალკულაცია საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან. 4. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს საკურორტო მომსახურების მიმწოდებელთან წარსადგენად. 5.თანხა ჩაირიცხება შესაბამისი საკურორტო მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი, კალკულაცია) წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 6. საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება. მუხლი 12. მატერიალური ( ფულადი) დახმარების გაცემის წესი 1. ამ პროგრამის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. ამ პროგრამის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 13. არამატერიალური დახმარების სახეები წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული არამატერიალური დახმარების სახეებია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობა; ბ) ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, ფსიქოლოგიური, იურიდული, სამედიცინო კონსულტირება და შესაბამის მუნიციპალურ სერვისებთან რეფერირება. მუხლი 14. პროგრამის შეფასების ინდიკატორი პროგრამის შეფასების ინდიკატორია მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც შესაბამისი მომსახურება მიიღეს, მიზანი კი ამ მომსახურების შედეგად ბავშვის ფუნქციონირებისა და უნარების გაუმჯობესებაა. მუხლი 15. პროგრამის შედეგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ არასრულწლოვანთა დახმარება და გაძლიერება. მუხლი 16. დასკვნითი დებულებები 1. პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები