დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.025518 |
|
„ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პროექტში დამხმარე პერსონალის სახით აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარისა;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები