დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს №501 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 621 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.10.003.025515 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს №501 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს №501 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2020, 140070000.10.003.022219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მოთხოვნას უგზავნის შესაბამის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.“. 2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საერთაშორისო დახმარების ტრანზიტი 1. მასპინძელი ქვეყნისათვის დახმარების აღმოსაჩენად, დამხმარე მხარე, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტრანზიტის განხორციელების მიზნით, შესაბამის მოთხოვნას აგზავნის ამ დადგენილების №5 დანართის შესაბამისად. 2. ქვეყნის ტრანზიტისთვის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა.“. 3. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 განაცხადი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტის მოთხოვნის თაობაზე 1. დამხმარე მხარის უფლებამოსილი ორგანო და საკონტაქტო ინფორმაცია: 2. ქვეყანაში შესვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტები: 3. ქვეყანაში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლის სავარაუდო დრო: 4. ქვეყნიდან გასვლის სასაზღვრო გამშვები პუნქტები: 5. გამცილებელი ჯგუფის ხელმძღვანელის საკონტაქტო დეტალები (მათ შორის, მობილურის, სატელიტური ტელეფონის ნომრები და რადიოსიხშირეები): 6. ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ტიპები და სარეგისტრაციო ნომრები (თუ ეს შესაძლებელია). გაბარიტული და არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტიპები (თუ ეს შესაძლებელია): 7. დამხმარე მხარის მოთხოვნა − განთავსება: დიახ/არა (თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ პირთა რაოდენობა) საწვავით უზრუნველყოფა: დიახ/არა (თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ საწვავის რაოდენობა და ტიპი) ესკორტი: დიახ/არა 8. ნებისმიერი სხვა კონკრეტული მოთხოვნა/ინფორმაცია: (მაგ.: სახიფათო მასალების არსებობა და სხვა).“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები