„ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.025514
620
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
140030000.10.003.025514
„ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №620

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2022, 140030000.10.003.023309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი − „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 9 ივლისის №167/04 ბრძანებით განსაზღვრული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი − „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით განსაზღვრული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ იმ ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ საქმიანობას.“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს თავი განსაზღვრავს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთა დამატებით ვალდებულებებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებასთან/ განთავსებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.“.

4. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიერ ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლოა, დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე ან/და მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დაამონტაჟოს/განათავსოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების შენობა-ნაგებობის მთავარი ან/და ინდივიდუალური შესასვლელების ვიდეოკონტროლი.“.

5. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უფლებამოსილი პირი ამ მუხლისა და ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს ფოტო-ვიდეო/აუდიოტექნიკა, შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირების მიზნით.“.

6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, უფლებამოსილია, შესაბამისი ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ობიექტის მისამართი, დასახელება, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა ან/და საკონტაქტო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე