დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025513 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
„სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ა.ბ) აღჭურვა; ბ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: ბ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, მათ შორის: ბ.ა.ა) შპს – თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები; ბ.ა.ბ) შპს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები; ბ.ბ) აღჭურვა; გ) პროგრამის ადმინისტრირება; დ) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: დ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; დ.ბ) აღჭურვა; ე) სს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის: ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ე.ბ) აღჭურვა.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 30,000.0 ათასი ლარით:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები