დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017976 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017283) დამტკიცებულ ინსტრუქციაში „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები: „შ) სსბასს 43 – იჯარა; ჩ) სსბასს 44 – გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები; ც) სსბასს 45 – ძირითადი აქტივები; ძ) სსბასს 46 – შეფასება.“. 2. მე-8 მუხლის 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „74. ანგარიშზე – „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“ (1-13-1270) აღირიცხება ერთეულის სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, რომელთა აღრიცხვა არ არის გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში, მათ შორის, მოთხოვნები ბანკში დროებით განთავსებულ სახსრებზე.“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სხვა არაფინანსური აქტივები 1. ანგარიში – „სხვა არაფინანსური აქტივები“ (1-27-0000) მოიცავს: ფასეულობებს (1-27-1000); მატერიალურ არაწარმოებულ აქტივებს, გარდა მიწისა (1-27-2000); მემკვიდრეობით აქტივებს (1-27-3000); დაუმთავრებელ და გასაყიდად გამიზნულ/გადასაცემ აქტივებს (1-27-4000); არაწარმოებული აქტივების (გარდა მიწისა) საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯებს (1-27-5000) და იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლებას (1-27-6000). 2. ანგარიში – „ფასეულობები“ (1-27-1000) მოიცავს: ძვირფას ქვებსა და ლითონებს (1-27-1100); ხელოვნების ნიმუშებს (1-27-1200) და სხვა ფასეულობებს (1-27-1300). 3. ანგარიშზე – „ძვირფასი ქვები და ლითონები“ (1-27-1100) აღირიცხება ისეთი ფასეულობები, რომლებიც არ არის განკუთვნილი წარმოების პროცესში მოხმარებისათვის, შუალედური რესურსის სახით (ალმასი, არამონეტარული ოქრო, პლატინა, ვერცხლი და ა. შ). 4. ანგარიშზე – „ხელოვნების ნიმუშები“ (1-27-1200) აღირიცხება ნახატები, ქანდაკებები და სხვა, რაც ხელოვნების ნიმუშად ან ანტიკვარიატადაა აღიარებული. 5. ანგარიშზე – „სხვა ფასეულობები“ (1-27-1300) აღირიცხება ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებული მაღალი ღირებულების საიუველირო ნაწარმი, კოლექციები და სხვა ფასეულობები. 6. ანგარიში – მატერიალური არაწარმოებული აქტივები, გარდა მიწისა (1-27-2000) მოიცავს: მინერალურ და ენერგორესურსებს (1-27-2100) და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილ აქტივებს (1-27-2200). 7. ანგარიშზე – „მინერალური და ენერგორესურსები“ (1-27-2100) აღირიცხება ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ნახშირის (ანტრაციტის, ბიტუმი და მურა ნახშირის ჩათვლით), ლითონის მადანის (შავი, ფერადი და ძვირფასი ლითონის ჩათვლით) და სასარგებლო არამადნეული წიაღისეულის (ქვისსატეხების, თიხისა და სილის კარიერების, ქიმიური ნივთიერებებისა და სასუქების საბადოების, მარილის, კვარცის, თაბაშირის, ბუნებრივი ძვირფასი ქვების, ბიტუმის, ტორფის და სხვა საბადოების ჩათვლით) დადასტურებული მარაგები. 8. ანგარიში – სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი აქტივები (1-27-2200) მოიცავს არაკულტივირებულ ბიოლოგიურ რესურსებს (1-27-2210); წყლის რესურსებს (1-27-2220) და სხვა ბუნებრივ რესურსებს (1-27-2230). 9. ანგარიშზე – „არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსები“ (1-27-2210) აღირიცხება ცხოველები და მცენარეები, რომლებზეც შეიძლება საკუთრების უფლების დაწესება და დაცვა, მაგრამ მათი ბუნებრივი ზრდა ან/და განახლება (რეგენერაცია), რომელიმე სახელმწიფო ერთეულის უშუალო კონტროლის, პასუხისმგებლობისა და მართვის ქვეშ არ იმყოფება (ხელუხლებელი ტყეები და თევზის მარაგები, რომელთა კომერციული ექსპლუატაციაც შესაძლებელია და სხვ.). 10. ანგარიშზე – „წყლის რესურსები“ (1-27-2220) აღირიცხება გრუნტისა და სხვა მიწისქვეშა წყლების ის რესურსები, რომლებიც საკმაოდ დეფიციტურია იმისათვის, რომ გამართლებული იყოს მათზე საკუთრების უფლების დაწესება და/ან გამოყენება. ასეთი რესურსები ეკონომიკური მიზნებისათვის გამოიყენება ან მათი გამოყენება უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. აგრეთვე, მათ გააჩნიათ ეკონომიკური ღირებულება, რომელიც მიწის ღირებულებაში არ შედის. 11. ანგარიში – „სხვა ბუნებრივი რესურსები“ (1-27-2230) მოიცავს რადიოსიხშირულ სპექტრს (1-27-2231) და ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული (1-27-2232). 12. ანგარიშზე – „რადიოსიხშირული სპექტრი“ (1-27-2231) აღირიცხება არაწარმოებული აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან. 13. ანგარიშზე – „ბუნებრივი რესურსები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ (1-27-2232) – აღირიცხება ისეთი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც არ აისახება ბუნებრივი რესურსების სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ანგარიშებზე. 14. ანგარიში – „მემკვიდრეობითი აქტივები“ (1-27-3000) მოიცავს კულტურულ/ისტორიულ/ ეკოლოგიურ აქტივებს (1-27-3100), რომელზეც აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებიც წარმოადგენენ მემკვიდრეობის აქტივებს მათი კულტურული, ეკოლოგიური ან ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. 15. ანგარიში – „დაუმთავრებელი და გასაყიდად გამიზნული/გადასაცემი აქტივები“ (1-27-4000) მოიცავს დაუმთავრებელ მშენებლობას (1-27-4100); აქტივებს, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი (1-27-4200), საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებით გაუმჯობესებას (1-27-4300), გასაყიდ გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებს (1-27-4400), ზრდის პროცესში მყოფ ბიოლოგიურ აქტივებს (1-27-4500) და დაუმთავრებელ არამატერიალურ აქტივებს (1-27-4600). 16. ანგარიშზე – „დაუმთავრებელი მშენებლობა“ (1-27-4100) აღირიცხება ის აქტივები, რომელთა მშენებლობა ან სხვა ფორმით შექმნა დაწყებულია და ჯერ არ არის დასრულებული. 17. ანგარიშზე – „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ (1-27-4200)“ აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებზეც საკუთრების უფლება (ეკონომიკური ან იურიდიული) ჯერ არ არის მოპოვებული ან აქტივები, რომლებიც მიღებულია დროებით, სხვა ერთეულებზე გადასაცემად ან აქტივები, რომლებიც განკუთვნილია სხვა ერთეულებზე გადასაცემად. 18. ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება“ (1-27-4300) აღირიცხება საოპერაციო იჯარით აღებული აქტივების არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები. 19. ანგარიშზე – „გასაყიდი გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“ (1-27-4400) მოიცავს: გასაყიდად ან გასანაწილებლად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებს და გამსვლელ ჯგუფს(1-27-4410) და ამორტიზირებულ და გამოუყენებელ გრძელვადიან სარეალიზაციო არაფინანსურ აქტივებს (1-27-4420). 20. ანგარიშზე – „გასაყიდად ან გასანაწილებლად გამიზნული გრძელვადიანი აქტივი და გამსვლელი ჯგუფი“ (1-27-4410) აღირიცხება: ა) გასაყიდად განკუთვნილი აქტივი (გამსვლელი ჯგუფი), თუ მისი საბალანსო ღირებულება ძირითადად ანაზღაურდება გაყიდვის გზით და არა მისი შემდგომი გამოყენებით; ბ)მესაკუთრეებზე გასანაწილებლად განკუთვნილი აქტივები, როდესაც ერთეული იღებს აქტივის (ან გამსვლელი ჯგუფის) მესაკუთრეებზე განაწილების ვალდებულებას. 21. ანგარიშზე – „ამორტიზირებული და გამოუყენებელი გრძელვადიანი სარეალიზაციო არაფინანსური აქტივები“ (1-27-4420) აღირიცხება ისეთი გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები, რომლებიც გამოსულია აქტიური მოხმარებიდან, გამიზნულია გასაყიდად და არ აკმაყოფილებს „გასაყიდად ან გასანაწილებლად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების განმარტებას. 22. ანგარიშზე – „ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივები“ (1-27-4500) აღირიცხება ზრდის პროცესში მყოფი როგორც კულტივირებული და არაკულტივირებული ბიოლოგიური აქტივები (მცენარეები და ცხოველები), ასევე, ზრდის პროცესში მყოფი სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების ანგარიშზე აღრიცხული სამსახურებრივი მცენარეები და ცხოველები, მათ სრულწლოვანებამდე, ამასთან, ზრდის პროცესში მყოფ ბიოლოგიურ აქტივებს ცვეთა არ ერიცხებათ. 23. ანგარიშზე – „დაუმთავრებელი არამატერიალური აქტივი“ (1-27-4600) აღირიცხება განვითარების ეტაპზე მყოფი არამატერიალური აქტივი. ამასთან, დაუმთავრებელ არამატერიალურ აქტივებს ამორტიზაცია არ ერიცხებათ. 24. ანგარიშზე – „არაწარმოებული აქტივების (გარდა მიწისა) საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯები“ (1-27-5000) აღირიცხება მიწის გარდა სხვა არაწარმოებული აქტივების საკუთრების გადაცემის დანახარჯები.“. 25. ანგარიშზე – „იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლება“ (1-27-6000) აღირიცხება აქტივის გამოყენების უფლება, რომელიც არის ერთეულის, როგორც მოიჯარის, უფლება გამოიყენოს ძირითადი აქტივი იჯარის ვადის განმავლობაში (ვრცელდება 2026 წლის 1 იანვრიდან გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებებზე, როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი). 4. 19-ე მუხლის: ა) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „36. ანგარიში – „სხვა არაფინანსური აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8000) მოიცავს მატერიალური არაწარმოებული აქტივების, გარდა მიწისა აკუმულირებული ცვეთის (1-28-8100) და საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთის (1-28-8200) და იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული ცვეთის (1-28-8300) ანგარიშებს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 39 -ე პუნქტი: „39. ანგარიშზე – „იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8300) აღირიცხება აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული ცვეთა, რომელიც ერთეულის მიერ მიღებულია საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში.“. 5. მე-20 მუხლის: ა) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. ანგარიში – „სხვა არაფინანსური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7000) მოიცავს: ფასეულობების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7100); მატერიალური არაწარმოებული აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7200); დაუმთავრებელი და გასაყიდად გამიზნული/გადასაცემი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7300) და იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7400) ანგარიშებს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 468 პუნქტი: „468. ანგარიშზე – „იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7400) აღირიცხება იჯარით აღებული აქტივის გამოყენების უფლების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“. 6. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – „კრედიტებით და სესხებით მოკლევადიანი“ (მიმდინარე) ვალდებულებები (2-12-0000) მოიცავს: მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებებს კრედიტებით და სესხებით (2-12-1000), გრძელვადიანი კრედიტების და სესხების ვალდებულებების მიმდინარე ნაწილის (2-12-2000), იჯარასთან დაკავშირებულ გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილს (2-12-3000), შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულების გრძელვადიანი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის (2-12-4000) ანგარიშებს.“; ბ) მე-12 – მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ანგარიში – „იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილი“ (2-12-3000) მოიცავს იჯარაზე გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილს ეროვნულ ვალუტაში (2-12-3100), იჯარაზე გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილს მიმდინარე ნაწილს უცხოურ ვალუტაში (2-12-3200). 13. ანგარიშზე – „იჯარაზე გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში“ (2-12-3100) აღირიცხება იჯარით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი ეროვნულ ვალუტაში. 14. ანგარიშზე – „იჯარაზე გრძელვადიანი გადასახდელების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში“ (2-12-3200) აღირიცხება იჯარით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილი უცხოურ ვალუტაში.“. 7. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადასახდელები 1. ანგარიში – „იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადასახდელები“ (2-23-0000) მოიცავს იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიან გადასახდელებს ეროვნულ ვალუტაში (2-23-1000), იჯარასთან დაკავშირებულიგრძელვადიან გადასახდელებს უცხოურ ვალუტაში (2-23-2000), 2. ანგარიშზე – „იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადასახდელები ეროვნულ ვალუტაში“ (2-23-1000) აღირიცხება გრძელვადიანი ვალდებულებები ეროვნულ ვალუტაში, რომლებიც წარმოქმნილია იჯარით მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით. 3. ანგარიშზე – „იჯარასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადასახდელები უცხოურ ვალუტაში“ (2-23-2000) აღირიცხება გრძელვადიანი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, რომლებიც წარმოქმნილია იჯარით მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით.“. 8. 38-ე მუხლის მე-12- მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ანგარიშზე – „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-4100) აღირიცხება ერთეულების გაერთიანების და სხვა ცვლილებებით გამოწვეული კორექტირებები საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის, რომელიც გავლენას ახდენს კაპიტალის საწყის ნაშთზე. 13. ანგარიშზე – „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-4200) აღირიცხება ერთეულების გაერთიანების და სხვა ცვლილებებით გამოწვეული კაპიტალის კორექტირებები არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის, რომელიც გავლენას ახდენს კაპიტალის საწყის ნაშთზე.“. 9. 401 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 402 მუხლი: „მუხლი 402. საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი „1. ანგარიში – „კაპიტალის სხვა ზრდა/კლება“ (3-40-0000) მოიცავს: „კაპიტალის სხვა ზრდა/კლება საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის ფარგლებში“ (3-40-1000) და „კაპიტალის სხვა ზრდა/კლება საკუთარი სახსრებით საქმიანობის ფარგლებში“ (3-40-2000) ანგარიშებს. 2. ანგარიშზე – „კაპიტალის სხვა ზრდა/კლება საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის ფარგლებში“ (3-40-1000) აღირიცხება წმინდა აქტივებზე/კაპიტალზე, საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის ფარგლებში, განხორციელბული ცვლილებები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. 3. ანგარიშზე – „კაპიტალის სხვა ზრდა/კლება საკუთარი სახსრებით საქმიანობის ფარგლებში“ (3-40-2000) აღირიცხება წმინდა აქტივებზე/კაპიტალზე, საკუთარი სახსრებით საქმიანობის ფარგლებში, განხორციელბული ცვლილებები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.“. 10. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – სხვა შემოსავლები (4-40-0000) მოიცავს: შემოსავლებს საკუთრებიდან (4-41- 0000); საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს (4-42-0000); გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს (4-43-0000); შემოსავლებს სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით (4-44-0000); ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს (4-45-0000) და დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა), სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები (4-46-0000) და შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოსავლები (4-48-0000).“; ბ) 212 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „212. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებით“ (4-45-1200) აღირიცხება არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც არ არის განკუთვნილი კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს. ასევე, აღირიცხება ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან წარმოქმნილი შემოსავლები.“; გ) 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი: „24. ანგარიშზე – „შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებული შემოსავლები“ (4-48-0000) აღირიცხება ისეთი შემოსავალი, რომელიც მიიღება ერთეულის იმ კომპონენტიდან, რომელმაც უკვე შეწყვიტა საქმიანობა, გასხვისებულია ან გასაყიდად არის გამიზნული.“. 11. 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – „სხვა ხარჯები“ (5-70-0000) მოიცავს: საპროცენტო ხარჯებს (5-71-0000); რენტის ხარჯებს (5-72-0000); ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს (5-73-0000); ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა პროცენტისა (5-74-0000); დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებულ პრემიებს, ჩარიცხვებს მოთხოვნებს (5-75-0000), გრძელვადიანი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (5-76-0000) და შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებს (5-78-0000).“; ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -15 პუნქტი: „15. ანგარიშზე – „შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯები“ (5-78-0000) აღირიცხება ისეთი ხარჯები, რომელიც მიიღება ერთეულის იმ კომპონენტიდან, რომელმაც უკვე შეწყვიტა საქმიანობა, გასხვისებულია ან გასაყიდად არის გამიზნული.“. 12. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები