დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.025527
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
630
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
190020010.10.003.025527
დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2025 - 19/03/2026)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №630

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:

1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1).

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2).

3.  „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“ (დანართი №3).

მუხლი 2
„დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილების №3 დანართის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ დასრულებასთან დაკავშირებით:

ა) „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილების №3 დანართის „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები და წარმოშობილი ვალდებულებები, რომელთა დაფინანსება დადგენილი წესით ვერ განხორციელდა 2025 წელს, განხორციელდეს შემდეგი პირობით: საქონლისა და/ან მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2025 წელს ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, დაფინანსდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05)  27 05 03 ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში;

ბ) სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81, 2023 წლის 16 იანვრის №17, 2024 წლის 27 თებერვლის №46 და 2024 წლის 31 დეკემბრის №487 დადგენილებებით დამტკიცებული „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ელექტრონული მონაცემების შესაბამის ელექტრონულ სისტემაში შენახვა, დამუშავება, სისტემატიზაცია და დაარქივება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან 5 (ხუთი) წლის  ვადით.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე