სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 640
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.025534
640
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
280120000.10.003.025534
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №640

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა

შესავალი


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ ტექსტში – პროგრამა) მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შემდგომ ტექსტში – შშმ) პირთა, ხანდაზმულთა და შშმ ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების (შემდგომ ტექსტში – მოსარგებლე) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი სოციალური მომსახურების (შემდგომ ტექსტში – მომსახურება) მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით.

2. პროგრამა მოიცავს:

ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამას“ (დანართი №1);

ბ) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამას“ (დანართი №2).

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პროგრამის მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირები.

მუხლი 3. პროგრამის ძირითადი პრინციპები

1. პროგრამის მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით, პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულების პროცესი ეფუძნება შემდეგ პრინციპებსა და ღირებულებებს:

ა) ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა და დაცვა, მათ შორის, თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა, მოსარგებლის პირადი ცხოვრების პატივისცემა და კონფიდენციალურობის დაცვა;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვა;

გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება;

დ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მისი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა;

ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება;

ვ) მოსარგებლის ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა;

ზ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და სხვებთან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა.

2. მომსახურების მიწოდების პროცესში პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულებისას, მომსახურების მიმწოდებელი ორიენტირებულია წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს:

ა) მომსახურების მიწოდებას კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და სამართლიანად, ყოველგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკის გარეშე;

ბ) ქვეპროგრამით/კომპონენტით და/ან შესაბამისი მომსახურების სტანდარტით განსაზღვრული საქმიანობების სათანადოდ განხორციელებას და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოებას;

გ) მარტივად აღქმადი ფორმით საინფორმაციო ფურცლის თვალსაჩინო ადგილას განთავსებას, როგორც მოსარგებლისთვის, ისე ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, რომელიც მკაფიოდ ასახავს მომსახურების მიზანს, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, მომსახურების შეწყვეტის პირობებს, ქცევისა და ურთიერთობების ეთიკურ ნორმებს, გასაჩივრებისა და ანონიმური ინფორმაციის მიწოდების, უკუკავშირის შესაძლებლობებს;

დ) მომსახურების მიწოდების პროცესში მოსარგებლის უსაფრთხოების  უზრუნველყოფას, რაც მოიცავს ფიზიკური გარემოს ადაპტირებას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას რეგისტრაციის წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ასევე ინციდენტის, უბედური შემთხვევის ან ფორსმაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და/ან სიცოცხლის მიმართ საფრთხის არსებობისას დაუყოვნებლივ რეაგირებას და მომხდარი ფაქტის შესახებ სამინისტროსა და  სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ ტექსტში – ზრუნვის სააგენტო) ოპერატიულ შეტყობინებას;

ე) მოსარგებლეთა და დასაქმებულ პირთა ინფორმირებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურების ცხელი ხაზების შესახებ და აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებას;

ვ) პერსონალის ინფორმირებას „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ და მის შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება;

ზ) მომსახურებაში დასაქმებული პირებისათვის სათანადო შრომის პირობების შექმნას, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების (შემთხვევის შეტყობინებისა და რეაგირების ჩათვლით) მექანიზმების განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას.

მუხლი 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და თანხმობა

1. პროგრამის მიზნების განხორციელებისათვის, მოსარგებლეს/კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი პასუხისმგებელი მხარის მიერ მიეწოდება სრული ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებათა შესახებ, რის საფუძველზეც იგი იღებს გადაწყვეტილებას და გასცემს თანხმობას პროგრამაში ჩართვის და მისი მონაცემების კანონით განსაზღვრული წესით შეგროვებაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გამოყენებასა და მესამე მხარესთან გაზიარებაზე.

2. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შესაბამისი მიზნობრიობით გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში წარმოებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს, შეინახოს, გამოიყენოს მომსახურების მაძიებლის და მოსარგებლის (მათ შორის, მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის) პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) შესაბამისი ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში გამოიყენოს/გადაამოწმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში“ დაცული ინფორმაცია - „შემოწმებულ პირზე გასაცემი სსე შემოწმების აქტის ამონაწერი“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – ტექსტსა და დანართებში  – სამინისტრო) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

3. სამინისტრო უფლებამოსილია მე-6 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგისა და შეფასების პროცესში მომსახურების მიმწოდებლებისგან მიიღოს/დაამუშაოს, შეინახოს, გამოიყენოს მომსახურების მაძიებლის/მოსარგებლის (მათ შორის, მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის) პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, მომსახურებების მართვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად დაამუშაოს ამ მიზნ(ებ)ით წარმოებული მონაცემთა ბაზები. კმაყოფილების ხარისხის გაზომვის მიზნით, ჩაატაროს ინტერვიუირება/გამოკითხვა.

მუხლი 5. მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაცია

1. ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული რეგისტრაციის წესის შესაბამისად.

2. მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღება კომისიური წესით, რეგისტრაციის მსურველი ორგანიზაციის მიმართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის, კონკრეტული მომსახურების შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებობის საჭიროების განსაზღვრის, ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში უკვე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების სიმძლავრის, ფიზიკური გარემოს შეფასებისა და მომსახურებისთვის დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის ანგარიშის ან/და შესაბამისი ქვეპროგრამისთვის/კომპონენტისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით.

3. მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის/კომპონენტის მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის მითითებით) ერთი თვით ადრე და გააგრძელოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმებამდე. ასევე, უზრუნველყოს მოსარგებლეთა გაფრთხილება მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში.

5. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების, მათ შორის, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და ზრუნვის სააგენტოს მიერ განხორციელებული გეგმური/არაგეგმური მონიტორინგის შედეგების   გათვალისწინებით.

6. რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

7. მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს (მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში), შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წერილობით აცნობოს მომსახურების (საქონლის) მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების ან/და მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილებების (მათ შორის, იურიდიული ან/და ფიზიკური მისამართის ცვლილების ან/და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაგეგმილი ნებისმიერი სახის ცვლილების) შესახებ არანაკლებ ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. წინამდებარე დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ წერილობითი განაცხადი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის გადაწყვეტილება ერთობლივად წარმოადგენენ შეთანხმებას ზრუნვის სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის, იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი. შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით), თუ ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება

1. მონიტორინგის და შეფასების წესი:

) პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვისა და ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით:

ა.ა) სამინისტრო ახორციელებს პროგრამის შეფასებას მე-7 მუხლის შესაბამისად;

ა.ბ) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს მიმწოდებლის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მიმდინარე მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით და სტანდარტით, რაც მოიცავს შემდეგს:

ა.ბ.ა) გაწეული მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და პროგრამის მოსარგებლის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს;

ა.ბ.ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ  ვალდებულებების შესრულების შესაბამისობის დადგენას;

ა.ბ.გ) მონიტორინგის განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მონიტორინგის აქტის შედგენას, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ  მონიტორინგის ჯგუფის წევრ(ებ)ი და მიმწოდებლის წარმომადგენელი (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა). მონიტორინგის აქტი წარმოადგენს განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ეგზავნება მიმწოდებელ ორგანიზაციას.

2. იმ ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების მიმდინარე მონიტორინგს განახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში.

3. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქვეპროგრამის/კომპონენტის დარგობრივ ზედამხედველობას საჭიროებისამებრ განახორციელებს სამინისტრო.

2. ჩატარების ვადები:

ა) ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგს შერჩევითი შემოწმების გზით და საჭირო პერიოდულობით. ზრუნვის სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში მონიტორინგი განახორციელოს ორგანიზაციის გაუქმებიდან  ან/და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდების დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარული წლის განმავლობაში;

ბ) სამინისტრო ახორციელებს ინდივიდუალური ქვეპროგრამის/კომპონენტის შეფასებას საჭირო პერიოდულობითა და შერჩევის საფუძველზე.

3. დოკუმენტაციის შესწავლა:

ა) ქვეპროგრამის/კომპონენტის მონიტორინგისა და შეფასებისას ხორციელდება მომსახურებაში წარმოებული დოკუმენტაციის ხარისხის შემოწმება;

ბ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები. განახორციელონ ქვეპროგრამის/კომპონენტის მოსარგებლესთან ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთან ან/და ოჯახის წევრებთან და მომსახურებაში დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება და საჭიროებისამებრ განახორციელონ მოსარგებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი.

4. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პრინციპები:

ა) მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პროცესი:

ა.ა) ემსახურება მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების პრინციპს;

ა.ბ) არის მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული. ინტერესთან შეუთავსებლობის ფაქტი დეკლარირებულია პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ;

ა.გ) ტარდება გამჭვირვალედ და თანამშრომლობის პრინციპის დაცვით;

ა.დ) ეფუძნება ხარვეზების გამოვლენას, მაკორექტირებელი ზომების განსაზღვრასა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას;

ა.ე) ითვალისწინებს მოსარგებლისა და მომსახურების სპეციფიკურ საკითხებზე მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, კანონით დადგენილი წესით.

5. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია:

ა.ა) პროგრამის განხორციელების დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან, მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე გარე შემოწმების ჩატარების დროს;

ა.ბ) ვიზიტის დროს ადგილზე იქონიოს და მონიტორინგის ჯგუფს დაუყოვნებლივ წარუდგინოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნისთანავე გაგზავნოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

ა.გ) გაეცნოს, გაანალიზოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტი (ანგარიში/დასკვნა), უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციების შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების აღსრულება;

ა.დ) რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოს წერილობითი უკუკავშირი მონიტორინგის/შეფასების განმახორციელებელ სუბიექტთან;

ა.ე) დაიცვას მოსარგებლის შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და პატივი სცეს მოსარგებლის პირად ცხოვრებას;

ა.ვ) იმ მომსახურებებმა, რომლებიც შეფასდნენ ან შესაბამისი წლის პროგრამის ფარგლებში შეფასდებიან მე-7 მუხლით განსაზღვრული რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორებით, ელექტრონულად აწარმოონ სამინისტროს მიერ ქვეპროგრამების/კომპონენტების შესაბამისად განსაზღვრული მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების ფორმები და მიაწოდონ სამინისტროს განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმატით, მოთხოვნის შესაბამისად.

6. სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები:

) სამინისტრო უფლებამოსილია:

ა.ა) განახორციელოს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით;

ა.ბ) ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ა.გ) ზრუნვის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების მიერ მე-7 მუხლით განსაზღვრული რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების შეფასების მიზნით, ელექტრონულად წარმოებული მონაცემთა ბაზების ან/და ველზე მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ რეაგირებას და შემთხვევის შესწავლას;

) ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ბ.ა) ჩაატაროს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები, მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესაძლებელია მიზანშეწონილად განისაზღვროს, ორგანიზაციაში განმეორებითი მონიტორინგის განხორციელება;

ბ.ბ) მონიტორინგის დროს დაადგინოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება და განსაზღვროს საჯარიმო სანქციები ან/და მომსახურებისთვის უკვე გაცემული ანაზღაურების მომსახურების მიმწოდებლის მიერ უკან დაბრუნების საჭიროება და ოდენობა;

) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან:

გ.ა) საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცონ ქვეპროგრამების/კომპონენტების მონიტორინგისა და შეფასებისათვის საჭირო დამატებითი წესები, მეთოდოლოგია და პირობები;

გ.ბ) კოორდინირებულად და საჭიროების შემთხვევაში ერთად განახორციელონ მონიტორინგის ღონისძიებები;

გ.გ) გაცვალონ/მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების შესახებ;

გ.დ) საჭიროებისამებრ, ჩაატარონ მონიტორინგის საკოორდინაციო შეხვედრები გატარებული ღონისძიებების შედეგების განხილვის მიზნით;

გ.ე) საჭიროებისამებრ, დადგენილ ვადებში, უზრუნველყონ მომსახურების მიმწოდებლისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

გ.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების/რეკომენდაციების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნის/ანგარიშის საფუძველზე, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყოს მომსახურების შესწავლა/რეაგირება და გამოვლენილი გარემოებების მიხედვით იმსჯელოს მიმწოდებლისათვის რეგისტრაციის შეწყვეტის შესაძლებლობაზე.

მუხლი 7. პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები

1. ქვეპროგრამების/კომპონენტების პერიოდული შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობითა და ინდივიდუალური ქვეპროგრამისთვის/კომპონენტისათვის წინასწარ შემუშავებული შეფასების დიზაინის მიხედვით (რომლითაც ასევე განისაზღვრება ინდივიდუალური წლის ქვეპროგრამის/კომპონენტის საბაზისო მაჩვენებლები და გადამოწმების წყაროები), რაც მოიცავს პროგრამის/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას შემდეგი ძირითადი რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების მიხედვით:

) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტურობა: გაზრდილია ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული მისაწვდომობა და მოცვა:

ა.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი ასაკობრივ, სქესობრივ და გეოგრაფიულ ჭრილში;

ა.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა გაზრდილი საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში;

ა.გ) ინდიკატორი: მომლოდინეთა რიგში მყოფი მოსარგებლეების შემცირებული რაოდენობა წლის განმავლობაში;

ა.დ) ინდიკატორი: წლის განმავლობაში ჩართულ ახალ მოსარგებლეთა რაოდენობა;

ა.ე) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გეოგრაფიული განაწილების % მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით;

ა.ვ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებლების მიერ მომსახურების შეჩერების/დახურვის % მაჩვენებელი;

) ქვეპროგრამის/კომპონენტის ეფექტიანობა (მომსახურების ორგანიზაციული მართვა და პროცესები): მოსარგებლე იღებს სტანდარტით დადგენილ, ხარისხიან მომსახურებას (ზოგადი):

ბ.ა) ინდიკატორი: მიმწოდებელი ორგანიზაციები %, სადაც ზრუნვის სააგენტოს გეგმური/არაგეგმური მონიტორინგის საფუძველზე  მომზადდა ვიზიტის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა ორგანიზაციას;

ბ.ბ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლის მომსახურების მიწოდების ფიზიკური გარემო შეესაბამება სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს;

ბ.გ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ (წერილობით) მოსარგებლის მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმირების პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლესთან ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები;

ბ.დ) ინდიკატორი: მომსახურების მიმწოდებელთა % მაჩვენებელი, რომლებიც იცავენ მოსარგებლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას;

ბ.ე) ინდიკატორი: პროგრამაში მონაწილე გამოკითხული მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში დასაქმებული სპეციალისტების % მაჩვენებელი, რომლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმწოდებელი ორგანიზაციების პროფესიული მხარდაჭერით (ასეთი არსებობის შემთხვევაში);

) ქვეპროგრამის/კომპონენტის შესაბამისობა: ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შინაარსი და დიზაინი შეესაბამება მოსარგებლეთა საჭიროებებს (ზოგადი):

ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურება პასუხობს მოსარგებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს;

) ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  გამოსავლების მიხედვით: ქვეპროგრამაში/კომპონენტში მონაწილეობის შედეგად მოსარგებლეთა მდგომარეობა შეიცვალა (ზოგადი):

.) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის ინდივიდუალური შეფასების მიხედვით (ზოგადი):

დ.ა.ა) მოსარგებლეთა  % მაჩვენებელი, რომლებმაც  დატოვეს  მომსახურება ინდივიდუალური შედეგით (მდგომარეობა გაუმჯობესდა, სტაბილურად შეინარჩუნა მდგომარეობა, მდგომარეობა გაუარესდა);

დ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურების მიღების შედეგად;

დ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა მდგომარეობა მომსახურების მიღების შედეგად შეიცვალა/არ შეიცვალა (გაუმჯობესდა, გაუარესდა, არ შეცვლილა/სტაბილურია);

დ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩართულები არიან სხვა პროგრამაში, რაც ზეგავლენას ახდენს პროგრამის განხორციელებაზე და მოსარგებლის გამოსავლებზე;

დ.ა.ე) მოსარგებლეთა ოჯახის წევრების % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ (ასევე თვითდასაქმებული) და შემსუბუქდა მათი ყოფითი ცხოვრება;

.) გავლენის ინდიკატორები მოსარგებლის ინდივიდუალური შეფასების მიხედვით (ინდივიდუალური მომსახურებებისთვის):

დ.ბ.ა) „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტისთვის“ (დანართი 1.1.1): 

დ.ბ.ა.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას;

დ.ბ.ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სოციალური უნარები გაუმჯობესდა;

დ.ბ.ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების (მათ შორის, საბაზისო თვითმოვლის, პრაქტიკული საყოფაცხოვრებო) მაჩვენებელი შეიცვალა % საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით;

დ.ბ.ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევები გაუმჯობესდა;

დ.ბ.ა.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება პროფესიული განვითარების მიზნით;

დ.ბ.ა.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც გაიარეს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტთან კონსულტაცია; 

დ.ბ.ა.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც დასაქმდნენ;

დ.ბ.ბ) „შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტისთვის“  (დანართი 1.4.2):

დ.ბ.ბ.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ფიზიკური ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურებაში ჩართვის შემდეგ;

დ.ბ.ბ.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა თვითმოვლის, პრაქტიკული-საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარები გაუმჯობესდა;

დ.ბ.ბ.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა პროფესიული/სახელობო უნარები გამოვლინდა/გაუმჯობესდა;

დ.ბ.ბ.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთაც ფსიქოემოციური და ქცევის მდგომარეობა გაუმჯობესდა (შესაბამისი პროფესიული მხარდაჭერით);

დ.ბ.ბ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩაერთნენ პროფესიული სწავლებისა და დასაქმების პროგრამაში/პროცესში;

..) „შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისთვის“ (დანართი 1.7):

დ.ბ.გ.ა) მოსარგებლეთა ან/და კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალური მომვლელის % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას;

დ.ბ.გ.ბ) მოსარგებლის არაფორმალური მომვლელების % მაჩვენებელი, (ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მეგობარი – ნებისმიერი პირი ვინც ზრუნავს მოსარგებლეზე), რომელთა ძირეული მოვლის უნარები გაუმჯობესდა მომსახურების მიწოდების შედეგად;

დ.ბ.გ.გ) მოსარგებლეთა ჰოსპიტალიზაციის % მაჩვენებელი მოვლის ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მოსარგებლის თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომსახურებაში ჩართვიდან 6 თვის შემდეგ ან ყოველ 6 თვეში);

დ.ბ.გ.დ) მოსარგებლეთა თავიდან აცილებადი ინსტიტუციონალიზაციის შემთხვევების % მაჩვენებელი;

დ.ბ.გ.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა/დასტაბილურდა შინმოვლის მომსახურების მიწოდების შედეგად;

დ.ბ.გ.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა მოვლისა ან/და საექთნო პროცედურების შედეგად (მაგ., ნაწოლის პრევენცია ან/და არსებულის გაქრობა);

დ.ბ.გ.ზ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც სხვა პროგრამებიდან ისარგებლეს მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მხარდაჭერით (მათ შორის, სოციალური მუშაკის მხარდაჭერით (ქალაქის მოდელი), რის შედეგადაც გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხი;

..) „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის“:

დ.ბ.დ.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას (ჩართულობის ინტენსივობა);

დ.ბ.დ.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომელთა პოზიტიური მშობლობისათვის საჭირო ცოდნა, უნარი და დამოკიდებულება გაუმჯობესდა (ბავშვსა და მშობელს შორის სანდო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, ბავშვთან კომუნიკაციის უნარი, პოზიტიური დისციპლინის მეთოდების ცოდნა, თვითზრუნვა და სხვა ასაკობრივი თავისებურებების და ავტონომიის გათვალისწინება);

დ.ბ.დ.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახულ მიზნებს;

დ.ბ.დ.დ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარებაც გაუმჯობესდა პირველი და მომდევნო შეფასებების მიხედვით;

დ.ბ.დ.ე) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა განვითარების მიზნების 70% მიღწეულია ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით;

დ.ბ.დ.ვ) მოსარგებლე ბავშვთა %, რომელთა ტრანზიცია მოხდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

..) „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამისთვის“ (დანართი 2.3):

დ.ბ.ე.ა) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ხელს უწყობენ მომსახურების მიწოდებას;

დ.ბ.ე.ბ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროგრამით განსაზღვრული, მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული თერაპიების მიწოდებაში, რაც ხელს უწყობს მოსარგებლის მდგომარეობის შენარჩუნებას/გაუმჯობესებას;

დ.ბ.ე.გ) კანონიერ წარმომადგენელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს ფსიქოლოგიური დახმარების სეანსი;

დ.ბ.ე.დ) მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთა ინდივიდუალური გამოსავლებიც გაუმჯობესდა პროგრამით განსაზღვრული თერაპიების მიღების შედეგად: ფიზიკური ფუნქციონირება, მობილობა და დამოუკიდებლობა, დამხმარე საშუალებების გამოყენება (ფიზიკური თერაპია); სოციალური, თვითმოვლის უნარები (ოკუპაციური თერაპია); მეტყველების/კომუნიკაციის უნარი (მეტყველების და ენის თერაპიები);

დ.ბ.ე.ე) მოსარგებლე ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთაც ჩამოუყალიბდათ პოზიტიური ქცევა და (შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში) ჩაერთო სასწავლო/საგანმანათლებლო პროცესში (ფსიქოლოგიურ დახმარება);

ქვეპროგრამის/კომპონენტის გავლენა მოსარგებლის  უფლებების მიხედვით: მოსარგებლე და/ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/არაფორმალური მომვლელი ინფორმირებულია და ადასტურებს მისი ინდივიდუალური გეგმითა და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიღებას რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე (ზოგადი):

ე.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას პროგრამით და სტანდარტით განსაზღვრული ინტერვენციების შესახებ;

ე.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონიერ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებმაც დაადასტურეს მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმით გაწერილი ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია;

ე.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც მომსახურება მიეწოდება თანაბრად რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე (სქესი, ასაკი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა);

ე.დ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მის კანონირ წარმომადგენელთა/არაფორმალურ მომვლელთა % მაჩვენებელი, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია მათ შესახებ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის უფლების შესახებ;

ქვეპროგრამის/კომპონენტის კმაყოფილების მიხედვით: მოსარგებლე ადასტურებს/არ ადასტურებს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციების მიღებით კმაყოფილებას (ზოგადი):

ვ.ა) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომელიც კმაყოფილია მომსახურებით სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მათ შორის, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის პერსონალით, სამუშაო პროცესებით, უსაფრთხო გარემოთი და სხვა);

ვ.ბ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა ან/და მოსარგებლეთა კანონიერი წარმომადგენლის/არაფორმალური მომვლელის % წილი, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურების მიღების შედეგად მათი საჭიროება დაკმაყოფილდა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა;

ვ.გ) ინდიკატორი: მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებსაც არ შეუცვლიათ მომსახურების მიმწოდებელი (ასეთი არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების გარდა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდება „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის „ხანდაზმულთა და შშმ  ხანგრძლივი ზრუნვის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპონენტები, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზოგად, რაოდენობრივ და თვისებრივ ინდიკატორებთან ერთად, შეფასდება ქვემოთ ჩამოთვლილი გავლენის ინდივიდუალური ინდიკატორების გამოყენებით:

ა) „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა  ხანგრძლივი ზრუნვის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი“ (დანართი1.4.1):

ა.ა) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა ფიზიკური ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა მომსახურებაში ჩართვის შემდეგ ინდივიდუალური გეგმით გაწერილი ინტერვენციების შედეგად;

ა.ბ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც აღრიცხვაზე არიან ამბულატორიულ დაწესებულებაში;

ა.გ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებმაც ჩაიტარეს ჯანმრთელობის დაცვის  სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი სკრინინგული გამოკვლევა;

ა.დ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომელთა თვითმოვლის, პრაქტიკული-საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარები გაუმჯობესდა;

ა.ე) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ჩაერთნენ პროფესიული უნარების/სახელობო განვითარების პროგრამაში;

ა.ვ) მოსარგებლეთა % მაჩვენებელი, რომლებიც სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ჩაერთნენ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში/დასაქმდნენ;

ბ) „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში  მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი“ (დანართი № 2.7.1):

ბ.ა) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებიც ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩაერთნენ პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარების აქტივობებში;

ბ.ბ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთა საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა  მათი ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ.გ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩაერთნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში (მაგ.: სპორტული, სამხატვრო, მუსიკალური, სახელობო და სხვა წრეები); 

ბ.დ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებთანაც მოხდა ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა;

ბ.ე) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთანაც მომსახურების მიმწოდებელთან დასაქმებული მულტიდისციპლინური გუნდისა (ფსიქოლოგი/აღმზრდელი/სოციალური მუშაკი ან სხვა) და ზრუნვის სააგენტოს ჩართულობით დაიგეგმა არასრულწლოვანის განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმა;

ბ.ვ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთა საჭიროებიდან გამომდინარე, ორგანიზებულ იქნა ამბულატორიული ან/და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;

ბ.ზ) შშმ ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებიც ჩაერთნენ ინკლუზიური განათლების პროცესში;

ბ.თ) მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართული მოსწავლეების % მაჩვენებელი;

ბ.ი) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთაც ჰქონდათ თვითნებურად ცენტრის დატოვების მცდელობა;

ბ.კ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომელთაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა;

ბ.ლ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებიც ავლენენ ძალადობრივ ქცევებს;

ბ.მ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვთა % მაჩვენებელი;

ბ.ნ) ბავშვთა % მაჩვენებელი, რომლებიც არიან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულები.

მუხლი 8. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების საჯარიმო სანქციები

1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, ზრუნვის სააგენტოს მხრიდან, მიმწოდებელს შესაძლებელია დაეკისროს საჯარიმო სანქცია.

2. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, დადგენილებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და კრიტიკული შეუსაბამობების  გამოვლენის შემთხვევებში, სანქციის სახით მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებელია დაუკავდეს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციის შესრულება საამისოდ განსაზღვრულ ვადაში. განმეორებითი ვიზიტის შედეგად მონიტორინგის პროცესში დადგენილებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების ერთგვაროვანი ფაქტების გამოვლენისას, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარიმო სანქცია განმეორებითი მონიტორინგის თვის გადასარიცხი სრული თანხის 30 %-ის ოდენობით.

4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გატარებული ღონისძიებების ამსახველი უკუკავშირი განსაზღვრულ ვადაში წერილობით წარმოუდგინოს ზრუნვის სააგენტოს. მითითებული ვალდებულების უგულებელყოფის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარიმო სანქცია – მსგავსი ვალდებულების შესრულების თვისათვის გადასარიცხი სრული თანხის 40 %-ის ოდენობით.

5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაგეგმილი/გატარებული ღონისძიებების ამსახველი განზრახ მცდარი/არასწორი/არარელევანტური წერილობითი უკუკავშირის მონიტორინგის/შეფასების განმახორციელებელი სუბიექტისთვის წარმოდგენის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს საჯარიმო სანქცია მსგავსი ფაქტის გამოვლენის თვეში გადასარიცხი სრული თანხის 50 %-ის ოდენობით.

6.  ელექტრონულ პორტალსა და სპეციალურ ჟურნალში ან/და მსგავსი სახის სააღრიცხვო დოკუმენტში/დანართში შეუსაბამო აღრიცხვიანობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებელი, კერძოდ:

ა) ვიზიტების/დასწრების 20%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 40%;

ბ) ვიზიტების/დასწრების 20%-დან 40%-მდე რაოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს არასწორად აღრიცხულ თითოეულ ბენეფიციარზე დაუკავდება თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის 80%;

გ) ვიზიტების/დასწრების 40%-ით და მეტი ოდენობით შეუსაბამო/არაზუსტი აღრიცხვიანობის გამოვლენისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით გამოყენებულია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიება, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას დაუკავოს დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ორგანიზაციისთვის თვის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის სრული ოდენობა.

7. ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული სანქციების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია წინადადებებისა და მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი წერილობითი.

8. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მომსახურების მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი მომსახურების (საქონლის) თანხის დაკავება/უკან დაბრუნება, რომლის ვადა აითვლება შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრებაზე ან/და თანხის დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (როგორც ქმედების) შესახებ მიმწოდებლისთვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან.

9. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია საჯარიმო სანქციის სახით განსაზღვრული თანხა გამოაკლოს ვაუჩერით დასაფინანსებელი მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას.

10. მოსარგებლეთათვის ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში მიმწოდებლის მხრიდან, მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმა/მომსახურების შეწყვეტა  არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან.

11. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

12. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს გასულ პერიოდში ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის ან/და ყოფილი მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და გამოიწერება დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით.

13. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს განსაზღვრული საჯარიმო სანქციის ან/და თანხის დაბრუნების გადანაწილება.  ამ შემთხვევაში ვადა აითვლება გადაწყვეტილების მიღებიდან და თანხის დაბრუნება  განხორციელდება დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 25%-ის ოდენობით ყოველთვიურად, მის სრულ დაბრუნებამდე. 

მუხლი 9. პროგრამის განმახორციელებელი, პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი −  27 02 03) განსაზღვრული ასიგნება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 124 500 000 ლარს.

2. პროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო, თუ რომელიმე ქვეპროგრამით/კომპონენტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების/კომპონენტების დაფინანსება ხორციელდება „ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული, ამასთან:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში არის ფინანსური ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი;

ბ) ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) იმ ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ფინანსური ანგარიშგების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

4. იმ ქვეპროგრამის/კომპონენტის ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ვაუჩერის ადმინისტრირება ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ.

5. პროგრამის განხორციელების პარალელურად, ზრუნვის სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე მართავს „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის პროგრამას“ (პროგრამული კოდი – 27 02 05), რომელიც მოიცავს:

ა) ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მათ მოვლა-პატრონობას, კვებას, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება/ორგანიზებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერას, მსხვერპლთა თავშესაფრის (დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით) ან კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას და ამ მომსახურების ფარგლებში ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარება/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების მიღების და/ან ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, იურიდიულ მხარდაჭერას, ამასთანავე, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში, დამატებით მათი მოვლა-პატრონობას, კვებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას;

გ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მხარდაჭერას, ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფას სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის ფარგლებში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებას ზრუნვის სააგენტო ახორციელებს ფილიალებისა (ხანდაზმულთა პანსიონატები, შშმპ პანსიონატები და ბავშვთა სახლი) და სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) მეშვეობით, ცენტრალიზებულად, პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 05) გამოყოფილი ასიგნების – 15 900 000 ლარის ფარგლებში.

მუხლი 10. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში განსახორციელებელი კომპონენტ(ებ)ის დაფინანსების წესი

1. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქვეპროგრამის/კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს ამ დადგენილების შესაბამისი ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას ქვეპროგრამით/კომპონენტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებზე გადასაცემად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომ ტექსტში – 2025 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების/კომპონენტების ფარგლებში 2025 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2026 წელს, თუ პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით/კომპონენტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2026 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2025 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2025 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2025 წლის ამოწურვამდე.

3. მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის/კომპონენტის მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. 2025 წლის  პროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის“ (დანართი №1.1.2) ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი, რომლისგანაც ზრუნვის სააგენტოს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდული ჰქონდა მომსახურება, ჩაითვალოს ამავე კომპონენტის რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე.

5. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან/და „შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში  არ არის რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, სამინისტრო/ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით, განახორციელოს საჭირო ღონისძიებები ამავე ქვეპროგრამების ფარგლებში, შშმ პირების/ხანდაზმულების საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 12. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადაა მისი ამოქმედებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.