დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160010.10.003.025539 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 120160010.10.003.024378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 23-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. წვევამდელის სამედიცინო შემოწმება“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები და ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ფინანსდება სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის (შემდგომში − სამხედრო ჰოსპიტალი) გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“; გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 − მე-17 პუნქტები: „11. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს შესამოწმებელ პირს უტარდება: ა) ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატოვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის, სტომატოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის კონსულტაცია; ბ) გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა; გ) სისხლის ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა); დ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე); ე) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა); ვ) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში, კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები). 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა განისაზღვრება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად. 13. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის, რომელთა ჩატარებაც ვერ ხერხდება სამხედრო ჰოსპიტალში, სამხედრო ჰოსპიტალი შეარჩევს/განსაზღვრავს იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებშიც წვევამდელები გაიგზავნებიან დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილი წესით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამხედრო ჰოსპიტალის მიერ. 15. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა სამედიცინო შემოწმება (გარდა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისა) ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 68 ლარისა ერთ წვევამდელზე. 16. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. 17. წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების, მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების, მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტმა, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალმა ყოველი კვარტლის ბოლოს უზრუნველყოს წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების, მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების, შესახებ ანგარიშის წარდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.“. 2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია იქმნება სამხედრო ჰოსპიტალში, მასში დასაქმებული პირებით. ამასთან, საჭიროებიდან გამომდინარე: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან ერთზე მეტი მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია; ბ) მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია, კომისიის წევრის სტატუსით მოწვეულ იქნეს სხვა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები