„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025541
647
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
300160070.10.003.025541
„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №647

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს №400 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2017, 300160070.10.003.020109) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისსა  და ბათუმს  შორის ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის  −  2027 წლის 1 დეკემბრიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ნებისმიერი სახის M2, M3, N2, N3 კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული მინივენი, რომელიც გათვალისწინებულია გზებზე გამოსაყენებლად, აქვს მინიმუმ ოთხი თვალი და 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საანგარიშო სიჩქარე. M2, M3, N2 ან N3 კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესაბამისად;“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული მინივენის კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება გზებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნება სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, დარეგულირებული ისე, რომ მათი სიჩქარე არ აღემატებოდეს 110 კილომეტრს საათში.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინივენის, M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით;“;

გ.ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. მძღოლები, რომლებიც მართავენ M2, M3, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს ან ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ მინივენს, უზრუნველყოფენ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის სწორ ფუნქციონირებასა  და სათანადო გამოყენებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე