„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025543
649
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
300160070.10.003.025543
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №649

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“:

1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანებისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მიერ შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმების დაცვის  უზრუნველყოფა;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია;“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. გამოყენების სფერო

წინამდებარე რეგლამენტის დებულებები გამოიყენება ყველა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს ან AETR-ს ხელშემკვრელი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. თუმცა, თუკი  AETR-ის ხელშემკვრელ მხარესთან, რომლის ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა, საქართველოს მიერ დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებს საპირისპიროს, წინამდებარე რეგლამენტი არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მიმართ, რომელიც სრულდება:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლით, არ აღემატება 3,5 ტონას;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, გარდა ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართული მინივენისა, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო შეუძლიათ, გადაიყვანონ არაუმეტეს ცხრა კაცისა, მძღოლის ჩათვლით და განკუთვნილია ამ მიზნისათვის;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძეც არ აღემატება 50 კმ-ს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა მაქსიმალური ნებადართული სიჩქარე არ აღემატება 40კმ/სთ-ს;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც იმყოფება  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამოქალაქო თავდაცვის ორგანოების, სახანძრო სამსახურისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძალების საკუთრებაში ან მათ მიერ მძღოლის გარეშეა დაქირავებული, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ამ სამსახურებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ფარგლებში ან მათი კონტროლით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გამოიყენება საგანგებო ვითარებაში ან სამაშველო ოპერაციების მსვლელობისას, მათ შორის, ჰუმანიტარული ტვირთის არაკომერციული გადატანისას;

ზ) სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო მიზნებით;

თ) სპეციალურ საავარიო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ექსპლუატაციაც წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ-ის ფარგლებში;

ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომლებიც გადიან საგზაო გამოცდებს ტექნიკის სრულყოფის, რემონტის ან მომსახურების მიზნით და ახალი ან ხელახლა აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩაუბარებიათ საექსპლუატაციოდ;

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება ტვირთის არაკომერციული გადაზიდვისათვის;

ლ) კომერციული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებსაც აქვთ ისტორიული სტატუსი AETR-ის იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც წარმოებს მათი ექსპლუატაცია და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული  მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის  გადაზიდვისთვის.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპანია (ავტოსატრანსპორტო საწარმო, გადამზიდველი)  –  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მონაწილეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში, იქნება ეს დაქირავებით თუ ანაზღაურებით, თუ საკუთარი ხარჯით;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება 2027 წლის 1 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა.   
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე