საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018784
5/ნ
14/01/2026
ვებგვერდი, 14/01/2026
040030000.22.022.018784
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №5/ნ

2026 წლის 14 იანვარი

ქ.თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, №93 30.07.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მეორე პუნქტით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  ფონდის   მართვის   ორგანოები 

 ფონდის მართვის ორგანოებია:

ა) სამეცნიერო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  სამეცნიერო  საბჭო

1. სამეცნიერო საბჭო არის ფონდის მართვის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 წევრი.

3. სამეცნიერო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი გენერალური დირექტორის წარდგინებით. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები;

ბ) აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები;

გ) მეცნიერები.

4. სამეცნიერო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს გენერალური დირექტორი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.

5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს და მდივანს საბჭოს წევრების შემადგენლობიდან ნიშნავს  მინისტრი ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

7. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება სამეცნიერო საბჭოს სხდომას. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მოწვევის ინიცირების უფლება აქვს გენერალურ დირექტორს, სამეცნიერო საბჭოს  თავმჯდომარეს ან სამეცნიერო საბჭოს წევრთა  ნახევარს.

8. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეცნიერო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

9. სამეცნიერო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

10. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.

11. სამეცნიერო საბჭოს წევრები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში, დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამეცნიერო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

12. სამეცნიერო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის სამეცნიერო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფონდი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავრობის (საერთაშორისო და ადგილობრივი), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (დღიური ნორმის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით). 

13. სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) ფონდის სამოქმედო გეგმების (სტრატეგიის), საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ასევე, მათში შესატანი ცვლილებების განხილვა;

ბ) ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა; 

გ) გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და შეფასება;

დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის და ფონდის აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების და დასკვნების გაცნობა;

ე) ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

14. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;

გ) სამეცნიერო საბჭოს შეკრების ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა გონივრული შემაფერხებელი მიზეზით განუხორციელებლობისას, გენერალური დირექტორის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

15. სამეცნიერო საბჭოს სხდომის გამართვა დისტანციური ელექტრონული ფორმატით გულისხმობს:

ა) სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალების წინასწარ (7 კალენდარული დღით ადრე) გადაგზავნას სამეცნიერო საბჭოს წევრებისათვის მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს წევრების ინტერნეტის (წინასწარ შეთანხმებული დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, მათ შორის, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის ან/და მობილური საკომუნიკაციო აპლიკაციის ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობას საბჭოს სხდომაში;

გ) სამეცნიერო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის გამართვის დღიდან 10 სამუშაო დღის მანძილზე ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე სამეცნიერო  საბჭოს წევრებს ელექტრონულ მისამართზე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული სამეცნიერო საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს  თავისი განსხვავებული აზრი დაფიქსირდეს  სხდომის ოქმში;

ე) სამეცნიერო საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვისას მონაწილეობა მიიღონ განხილვაში სამეცნიერო საბჭოს შეკრების ადგილზე მისვლით ფონდის შენობაში.

16. სამეცნიერო საბჭოს სხდომების დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვას ორგანიზებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს ფონდი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  განსაზღვრავს გენერალური დირექტორის მოადგილე(ებ)ის ფუნქციებს;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;“.

4. მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფონდის საშტატო ნუსხით.  გენერალური დირექტორის  მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის წინაშე.

5. გენერალური დირექტორის მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. გენერალური დირექტორის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული  მოადგილე, ხოლო მოადგილის შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს.

7.  გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება გენერალური დირექტორის მოადგილეს, ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე. გენერალური დირექტორის მოადგილის მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გენერალური დირექტორის ფუნქციათა შესრულება დაევალება ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.“.

5. მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. ფონდის სტრუქტურა

1. ამ წესდებით გათვალისწინებული ფონდის მიზნებისა და ამოცანების  შესრულებას ფონდი უზრუნველყოფს პირველადი სტრუქტურული ერთეულების  მეშვეობით.

2.  ფონდის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამეცნიერო დეპარტამენტი;

ბ) ხარისხის მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული  დეპარტამენტი;

დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო თანამშრომლობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე