დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018837 |
|
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.018149) დამტკიცებული „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის“ (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სკოლის ექიმი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლებას ამ წესით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში და სკოლაში ასრულებს წამყვან, ძირითად საქმიანობას ამავე წესით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში: ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი; ბ) საოჯახო მედიცინა; გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია; დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები; ე) ბავშვთა ნევროლოგია; ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია; ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია; თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია; ი) ბავშვთა ნეფროლოგია; კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია; ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია; მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ნ) ბავშვთა ქირურგია; ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია; პ) ბავშვთა ფსიქიატრია; ჟ) შინაგანი მედიცინა; რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სკოლის ექიმად დასაქმების დროს ექიმ-სპეციალისტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საექიმო სპეციალობის მქონე პირის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში სკოლის ექიმად შეიძლება დასაქმდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საექიმო სპეციალობის მქონე პირი.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამედიცინო მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და, ხშირად მოავადე მოსწავლეებს (მათ შორის, დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს – ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს – ინჰალაციის ჩატარებაში და სხვა);“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს – ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს – ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ);“. 4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ სკოლა მოიცავს ორ ან მეტ შენობას, რომლებშიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შენობების განლაგება იძლევა პირველადი გადაუდებელი დახმარების დაუყოვნებლად გაწევის შესაძლებლობას) სავალდებულოა თითოეულ შენობაში დამატებით სკოლის ექიმის/სკოლის ექთნის უზრუნველყოფა.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები