ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016735
4
08/01/2026
ვებგვერდი, 12/01/2026
010250050.35.143.016735
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 8 იანვარი

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე, 61-ე  და 93-ე მუხლების, საქართელოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის  მოსაკრებლის განაკვეთების  განსაზღვრის  შესახებ დადგენილება (დანართი №1).
მუხლი 2

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი

დანართი №1

მუხლი 1
 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით:

ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე:

ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობების (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვა) მშენებლობისთვის  1 ლარი;

ა.ა.ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობისათვის  3 ლარი;

ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი;

ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის:

ა.გ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწითსარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის – 1 ლარი;

ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 4 ლარი;

ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;

გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:

გ.ა)  II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს;

გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს;

გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.

მუხლი 2
მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
მუხლი 3
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის გადაიხდება ობიექტის მესაკუთრის (ნებართვის მაძიებლის) მიერ წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.