„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 13/01/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016228
80
13/01/2026
ვებგვერდი, 14/01/2026
040170050.57.069.016228
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №80

2026 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2025, 040170050.57.069.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პოტენციურ მიმწოდებელს შორის მიმოწერა (გარდა MRS მოდულის საშუალებით წარმოებული მიმოწერისა) მიმდინარეობს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით. სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში) არ გაითვალისწინება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 იანვრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე