„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 360060000.22.023.016976
2-17
23/01/2026
ვებგვერდი, 27/01/2026
360060000.22.023.016976
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-17

2026 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის  2617 მუხლის პირველი პუნქტის და 2621 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:

1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის თანდართული ფორმა (დანართი 1).

2. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის თანდართული ფორმა (დანართი 2).

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №2-213 ბრძანება.
მუხლი 3
ამ ბრძანების მეორე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი