დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.126.016485 |
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი https://matsne.gov.ge, 25/07/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების წარმოდგენილი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა / შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციულისაზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების – გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების – გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა; ე) თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა; ვ) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების სახელდება; ზ) გადაწყვეტილების მიღება სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრიანების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ. 3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ვ) საკრებულოს სამუშაო გეგმის და სამუშაო პროგრამის დამტკიცება; ზ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; თ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონეპირის დანიშვნა; ი) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მერისათვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით; დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შერჩევისა და შეფასების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა. 5. თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება; ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება; დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 6. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა; დ) მერისათვის თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ; ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს; ვ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა; ზ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; თ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას; ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება. 7. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; ბ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; დ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრებისა და მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; ზ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ; თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ; ი) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; კ) მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგებას. 8. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ1) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ2) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი შემადგენლობის, სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და დამტკიცება; ვ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ზ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; თ) მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; კ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკაროდ დარჩენილი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. მ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის მიერ ვალდებულების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვების და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპულლი, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი ღონისძებების განხორციელება. 9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; ბ) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; ე) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა; ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა; ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის უზრუნველყოფა; 10. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა. 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება; გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება. 12. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება; ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა. 13. აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცება; გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა; დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა. 14. სამხედრო ვალდებულების მოხდისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ა) სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ბ) სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. 15. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია: ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან მერს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით. გ) განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.“ 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“. 4. რეგლამენტის მე-13 მუხლის სათაური და შინაარსი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 13. საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა 1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან; ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად, ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არა არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან; ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან; ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა – ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან. 2. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზრვრულ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, რაც გულისხმობს საკრებულოს კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას, მთლიანობაში ერთად ან ცალკეულ ორგანოსთან მიმართებით ან არღვევს ამ კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ფარული კენჭისყრით. 4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან. 5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 5. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 6. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მათი როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე შეწყვეტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 7. რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 8. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 353 მუხლი: „მუხლი 353. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, ამ კანონით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“. 9. რეგლამენტის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 40. ახლარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 1. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომელითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას.“. 10. რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“. 11. რეგლამენტის 45-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.“. 12. რეგლამენტის 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები 1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა. 2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით.“. 13. რეგლამენტის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. 2. იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ. 3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, თუ: ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) გარდაიცვალა. 4. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, თუ: ა) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში; ბ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შემთხვევაში განცხადება რეგისტრირდება საკრებულოს აპარტში, ეგზავნება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადაუგზავნის შესაბამის კომისიას. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გააკეთებს საჯარო განცხადებას, შესაბამისი კომისია საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას საჯარო განცხადებაზე დასკვნის მომზადების მიზნით. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საკრებულოსათვის გადმოგზავნის და აპარატში დარეგისტრირებისას დაუყოვნებლივ ეგზავნება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებს (განაჩენი, განჩინება, დადგენილება და სხვა გადაწყვეტილება) დასკვნის მოსამზადებლად გადაუგზავნის შესაბამის კომისიას. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისი კომისია იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას დასკვნის მომზადების მიზნით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის მომდევნო დღიდან. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამდებობის პირის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პირადი განცხადებით მოიხნის უფლებამოსილებას საკრებულოს წინაშე), საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ამოწმებს და გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 10. საკრებულო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე. 11. საკრებულო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.“. 14. რეგლამენტის 931 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 931. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის სპეციალური წესი 1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში მომდევნო კანდიდატი, თუკი მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. 2. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება. 3. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით. 4. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას ცესკო განცხადების მიღებისთანავე გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 151-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია. 6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.“. 15. რეგლამენტის 1162 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია; გ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შეფასების თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტის პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში, წინადადების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის რეკომენდაციის წარდგენა; ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისა და დაცვისთვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად, სამუშაო გეგმის შემუშავება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები