„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016832
2/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010190020.15.008.016832
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016020) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან, რომელთაგან 5 წევრს 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო, ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-16 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პარტიები, ხოლო 3 წევრს ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” სხვა რამ არ არის დადგენილი.”.

2. მე-3 მუხლის:

ა) „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ2” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;”.

3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ3 ქვეპუნქტი:

„ვ3) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;”.

4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1” ქვეპუნქტი:

„ბ1) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;”.

5. 71 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).”;

გ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით, 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის „გ” ქვეპუნქტითა და 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.”.

6. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომისიის სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ასევე ესწრებიან კონკრეტული საკითხების განსახილველად სხდომაზე საკითხის გამომტანი პირის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.”.

7. მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  92-ე მუხლით).”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი