„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016838
10/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010240000.15.008.016838
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016440) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“:

ა) 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“;

ბ) 33-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან;

გ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა“;

დ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე დღისა და არაუგვიანეს 34-ე დღისა“;

ე) 56-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის, ავტორიზებული მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის/რადიოს მიერ, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ ინფორმაციის გადაცემის ვადა ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან“ აითვალოს შესაბამისი არჩევნების დანიშვნის დღიდან, ხოლო ეს ტარიფები ძალაში შევიდეს „კენჭისყრის დღემდე 50-ე დღიდან” ნაცვლად – „კენჭისყრის დღემდე მე-40 დღიდან“;

ვ) 59-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 48 დღისა“;

ზ) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“;

თ) 59-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი