საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016839
11/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010240000.15.008.016839
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №9/2019 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016441) დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სქესი;”;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);”;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და მის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) მერობის კანდიდატის თანხმობა ამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით მერად კენჭისყრაზე;

ბ) რომ მერობის კანდიდატი უპარტიოა;

გ) მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

დ) მერობის კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 151-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მე-3 დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანდიდატის  მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი;“;

ა.ბ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მერობის კანდიდატის ფოტოსურათი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 172-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრულია ან არასწორია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები;

დ) დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 53-ე მუხლის მოთხოვნები;

ე) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიის წევრია;

ვ) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ზ) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა.“ .

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი