დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016975 |
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 19/12/2019; 220090000.18.011.016422) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა: ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა; ბ) ალბანეთის რესპუბლიკა; გ) ბარბადოსი; დ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა; ე) ბურკინა ფასო; ვ) გიბრალტარი; ზ) დომინიკის თანამეგობრობა; თ) ერაყის რესპუბლიკა; ი) ვანუატუს რესპუბლიკა; კ) ვენესუელა; ლ) ვიეტნამი; მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები; ნ) იამაიკა; ო) იემენის რესპუბლიკა; პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა; ჟ) კაიმანის კუნძულები; რ) კამერუნის რესპუბლიკა; ს) კოლუმბიის რესპუბლიკა; ტ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; უ) ლიბანი; ფ) მიანმარის კავშირის რესპუბლიკა; ქ) მოზამბიკი; ღ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა; ყ) ნიკარაგუის რესპუბლიკა; შ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა; ჩ) პანამის რესპუბლიკა; ც) სამხრეთ აფრიკა; ძ) სამხრეთ სუდანი; წ) სეიშელის რესპუბლიკა; ჭ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები; ხ) სირიის არაბთა რესპუბლიკა; ჯ) უგანდის რესპუბლიკა; ჰ) ჰაიტი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები