„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016857
29/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010210010.15.008.016857
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-2 მუხლის 21-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით – მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე – ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 92-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი..

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში  მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.;

ბ) 51 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ:

ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;

ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ..

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 95-ე მუხლის პირველი პუნქტით, 97-ე, 102-ე-109-ე მუხლებით, 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი).;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 95-ე მუხლის პირველი პუნქტით, 97-ე, 102-ე-109-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის თაობაზე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები გადაწყვეტილებებს იღებენ 10 დღის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 104-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას არასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი არჩევნების დანიშვნამდეა ჩადენილი, იღებს 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების მიღებიდან 2 დღის ვადაში. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 95-ე მუხლის პირველი პუნქტით, 97-ე და 102-ე-109-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს, ხოლო 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს. სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი)..

4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად..

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტის დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 47-ე მუხლის საფუძველზე.;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91-95 პუნქტები:

„91. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განმცხადებელს/მომჩივანს ეცნობება დაუყოვნებლივ. განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას განმცხადებელი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება. განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

92. თუ საჩივარში არ არის მითითებული ამ მუხლის 91 პუნქტში აღნიშნული განმცხადებელთან/მომჩივანთან დაკავშირებული არცერთი ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საარჩევნო კომისიის შენობაში (ცესკოს შემთხვევაში – გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე) და აღნიშნული ჩაითვლება მხარისათვის ცნობად.

93. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მისი მიღებისთანავე, ქვეყნდება შესაბამისი კომისიის შენობაში (ცესკოში – ცესკოს ვებგვერდზე).

94. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე მხარისათვის ცნობასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი.

95. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტის ფორმას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების აქტს ცესკოში ადგენს და ხელს აწერს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი და შესაბამისი განყოფილების უფროსი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ამავე კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი