დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016943 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის № 1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტი; ბ) სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) ტექნოპარკების დეპარტამენტი; ვ) მონაცემთა ანალიტიკისა და პროგნოზირების დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; თ) ინოვაციური სტატუსების დეპარტამენტი.“ 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ცნობიერების ამაღლებას ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას, კარიერული განვითარების, პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და ცოდნის გამოყენების სტიმულირებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში;”; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და ,,ო” ქვეპუნქტები: „ნ) საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ო) IT საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას, საჭირო კავშირების დამყარებას და საერთაშორისო IT კომპანიების ქვეყანაში შემოყვანის ხელშეწყობას.”. გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებას, ადმინისტრირებას, მართვას და მონიტორინგს; ბ) პროგრამების მართვისთვის საჭირო პროგრამული (software) უზრუნველყოფის გამართვას; გ) პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას; დ) სტარტაპების ზრდის მხარდაჭერას რეგიონებში სპეციალიზებული პროგრამების მეშვეობით; ე) სტარტაპის დამფუძნებლების კომპეტენციების განვითარებას და მასშტაბირებადი ბიზნესის შექმნისთვის მომზადებას, აქსელერაციის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და მსგავსი პროგრამების განხორციელების მეშვეობით; ვ) ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქტების MVP-ის შექმნის მხარდაჭერას და სტარტაპების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას; ზ) სტარტაპების ფინანსებზე წვდომის სხვა ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას როგორც რეგიონულ, ისე ცალკეული ქვეყნების ჭრილში, მათ შორის, სააგენტოს მსგავს ორგანიზაციებთან სხვადასხვა ქვეყანაში; ბ) დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი ფინანსური რესურსისა და მხარდაჭერის მოზიდვის მიზნით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; გ) რელევანტურ სტრატეგიულ ქსელებსა და პლატფორმებში სააგენტოს ინტეგრაციის ხელშეწყობას; დ) სააგენტოს საქმიანობისთვის რელევანტური საერთაშორისო ინდექსების სისტემური ანალიზისა და მიღწეული შედეგების პერიოდული მონიტორინგის განხორციელებას; ე) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების იდენტიფიცირებას და მასში მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონულ კონსორციუმებში ჩართულობას; ვ) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების (მათ შორის, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კონცეფციების) შემუშავებას; ზ) სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების მომზადებას; თ) საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარსადგენი ანგარიშებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადებას; ი) საელჩოებთან და დიასპორებთან ურთიერთობას ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების და საჭირო კავშირების დამყარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ძირითადი აქტორების გაძლიერებას.”. დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მონაცემთა ანალიტიკისა და პროგნოზირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს პროგრამების და პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის ანალიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას, შეფასების ინდიკატორების და მეტრიკების შემუშავებასა და მათ პერიოდულ განახლებას; ბ) პროგრამების ეფექტურობის გამოსათვლელად საჭირო სტატისტიკური და სხვა მონაცემების განსაზღვრას, მათი შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებასა და პერიოდულ განახლებას; გ) პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვებასა და მათ ანალიზის; დ) სააგენტოს პროგრამების შედეგების პერიოდულ გაზომვასა და შედეგებზე დაყრდნობით პროგრამის სრულყოფისათვის განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირებას; ე)ახალი პროგრამების საჭიროების გამოვლენა ინოვაციების ეკოსისტემის გასაძლიერებლად; ვ) კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადებას; ზ) რელევანტურ საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას; თ) სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების განხორციელებას.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: ,,8) ინოვაციური სტატუსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) სტატუსების მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; ბ) სტატუსების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; გ) სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; დ) ინოვაციების რეესტრის წარმოებას; ე) სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას, აგრეთვე სტატუსებთან დაკავშირებულ მხარდამჭერ მექანიზმებთან მიმართებით რეკომენდაციების მომზადებას; ვ) სტატუსების პორტალის ადმინისტრირებას.”. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები