„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040003000.22.033.017982
9
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
040003000.22.033.017982
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №9

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №395 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040003000.22.033.017635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესის და პირობების“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფროსის, ამავე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურებასთან, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდება) შესაბამის წოდებრივ სარგოსთან, წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებთან და მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

2. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვთ, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) დღემდე მიიღონ შრომის ანაზღაურება.

3. შრომის ანაზღაურება შედგება:

ა) სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე, სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისა), წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში სამოქალაქო პირად დანიშნული თანამშრომლისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის თანხის, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან.

4. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო საბაჟო დეპარტამენტში სამოქალაქო პირად დანიშნული თანამშრომლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება – სამუშაო დღეების მიხედვით.“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ოდენობა

სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგო (ლარი)

გენერალ-მაიორი

100.00

პოლკოვნიკი

70.00

ვიცე-პოლკოვნიკი

60.00

მაიორი

50.00

კაპიტანი

40.00

უფროსი ლეიტენანტი

30.00

ლეიტენანტი

25.00

უმცროსი ლეიტენანტი

20.00

“;

ე) მე-4 მუხლის პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევათ ნამსახურობის დანამატები სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე – სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოსა და სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე – სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს წელთა ნამსახურობის დანამატი დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოს თანხიდან.

3. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების დათვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელთაც უკავიათ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები და დადგენილი წესით მიენიჭებათ სპეციალური წოდებები, წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლებათ სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც, რაზედაც გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსზე, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ნამსახურები (მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურები) კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის.“;

ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. შრომის ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში

სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის, დროებითი შრომისუუნარობისა (თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს) და ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევებში.“;

ზ) მე-7 მუხლის:

 ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან/და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის პირველ მოადგილეს/უფროსის მოადგილეს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის/ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების პრევენციისათვის/გამოვლენისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისა და მობილიზების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 7000 ლარი;“;

თ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამსახურის უფროსზე ფულადი ჯილდო გაიცემა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი