„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/2026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320010.15.008.016830
4/2026
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010320010.15.008.016830
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2026

2026 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 22-ე მუხლის მე-10, მე-16 და მე-17 პუნქტებითა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.”;

ბ) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული განცხადების შევსებული ფორმა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

გ) მე-9 პუნქტის:

გ.ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნასამართლევი პირი;”;

გ.ბ) „კ” და „ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი;

ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე;”;

გ.გ) „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;”.

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ვ”−„ნ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.”.

2. 81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის, მათი არჩევის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტითა და ამ მუხლით განსაზღვრული წესების დაცვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირთა გარდა, ასეევე შეიძლება დაესწრონ და არჩევის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თუ მათ გააჩნიათ ამ კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე (გარდა რიგგარეშე არჩევნებისა) დაკვირვების გამოცდილება.”;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირები (კონკურსის გამართვის დროს, მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსისა და მათი არჩევის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს აკვირდებიან ცესკოს სხდომაზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და წესით.”.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და არჩეული წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 24-ე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.”;

ბ) მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 22-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი