დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016106 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 16 მაისის №05/08 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016076) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შემოქმედებითი საქართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0108, სანაპიროს ქუჩა №4.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) ეკონომიკური სამმართველო; გ) იურიდიული სამმართველო; დ) პროექტების სამმართველო; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 22. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის დავალებებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს დირექტორის, შესაბამისი დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს; ზ) ასრულებს სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოქმედებითი საქართველოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.“. 5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა, შესაძლებელია დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ საშტატო თანამდებობაზე ან/და არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირები.“. 6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებით საქართველოში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარქივო საქმიანობის წარმართვა; ბ) შემოქმედებითი საქართველოს ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; გ) ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) შემოქმედებითი საქართველოს საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა; ე) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ვ) ეკონომიკურ სამმართველოსთან თანამშრომლობით შემოქმედებითი საქართველოს აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) შემოქმედებითი საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი; თ) შემოქმედებითი საქართველოს საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) შემოქმედებით საქართველოში ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, შემოქმედებითი საქართველოს სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) შემოქმედებით საქართველოში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; ლ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; მ) შემოქმედებითი საქართველოს სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ნ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ო) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ეკონომიკური სამმართველო ეკონომიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის მართვა მოქმედი კანონმდებლობისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) შემოქმედებითი საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; გ) ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; დ) შემოქმედებითი საქართველოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ე) შემოქმედებითი საქართველოს შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა და ანგარიშგება; ვ) შემოქმედებითი საქართველოს შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ზ) კომპეტენციის შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, პროექტების მონიტორინგი; თ) შემოქმედებითი საქართველოს აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) შემოქმედებითი საქართველოს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება; კ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროექტების სამმართველო პროექტების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების/პროექტების მართვა, კოორდინაცია და განხორციელება; ბ) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი პროექტების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის შესაბამისად, კულტურის სფეროსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის კონკურსებისა და სხვა პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ე) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში შემოქმედებითი საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფა; ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, კონკურსების ორგანიზება, დოკუმენტაციის განხილვა, საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების მართვა და შინაარსობრივი მონიტორინგი, რაც მოიცავს პროექტების მიზნებთან, ამოცანებთან და შინაარსობრივ მიმართულებებთან შესაბამისობის შეფასებას; თ) კულტურული ღონისძიებების (გამოფენები, ფესტივალები, სიმპოზიუმები, კონცერტები და სხვა) ჩატარება/ჩატარების ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კვლევების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სექტორული კვლევების განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროებების შეფასება; კ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) სამმართველოს დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 9. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
სსიპ – შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყოს ამ ბრძანების აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები