დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460010000.10.003.025554 |
|
„საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 460010000.10.003.025032) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების“:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 სპორტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; გ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; დ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ვ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება; თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა; ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი; კ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ლ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; მ) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა; ნ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ო) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; პ) საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა; ჟ) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება; რ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სპორტის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათი შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან დაფინანსების თაობაზე სპორტულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება; ს) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების ხელშეწყობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; უ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა; ფ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია; ქ) სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა; ღ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ყ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია; შ) სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; ჩ) სპორტის მიმართულებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ც) კომპეტენციის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებისას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ძ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131 საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში; გ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს საერთაშორისო საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება და კოორდინაცია; თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში მოწვეული უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ამ დებულების მე-8 − 131 მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამის პირველად სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ში შესაძლოა, შეიქმნას შიდა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები