„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/01/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016229
81
20/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
040170050.57.069.016229
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №81

2026 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2025, 040170050.57.069.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის“:

ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 10 000 (ათი ათასი) ლარზე;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ ბაზრის კვლევის შედეგად ვერ კმაყოფილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადო დასაბუთების არსებობისას ბაზრის კვლევა აგრეთვე ჩაითვლება შედეგიანად დასრულებულად.”;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ ოქმში, ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციურ მიმწოდებელთა იდენტიფიცირების გარეშე:

ა) ასახოს ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კონკრეტული შესყიდვა;

ბ) გაითვალისწინოს სათანადო დასაბუთება იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, რამაც გამოიწვია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის მხოლოდ 1 (ერთი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაკმაყოფილება – ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

გ.გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.) იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, რამაც გამოიწვია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის მხოლოდ 1 (ერთი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაკმაყოფილება. აღნიშნული დოკუმენტი იტვირთება სისტემის „CMR“ მოდულში, ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე