„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1852
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 20/01/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320010.42.047.016090
1852
20/01/2026
ვებგვერდი, 21/01/2026
010320010.42.047.016090
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1852

2026 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანების (სსმ, 158, 03/12/2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.42.047.016002) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს  „21“ მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 21.

1. სამსახურის თანამშრომელს კუთვნილი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. საკურატორო სფეროების განაწილების შესაბამისად, სამსახურის უფროსთან და მის მოადგილეებთან უნდა შეთანხმდეს უშუალოდ მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების შვებულებაში გასვლა.

2. სამსახურში  მიღებიდან ერთი წლის გასვლამდე, პირველი ყოველწლური ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომელს სრულად შეიძლება მიეცეს სამსახურის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ, ხოლო ექვსი თვის შემდეგ უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული შვებულების ნაწილით, არა უმეტეს ნახევარი ვადით.

3. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით თანამშრომელმა როგორც წესი უნდა ისარგებლოს მიმდინარე წლის გასვლამდე. თუ მიმდინარე წელს, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, თანამშრომელს ვერ მიეცა ყოველწლური ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, ან არ უსარგებლია აღნიშნული შვებულებით პირადი/ოჯახური საჭიროებით განპირობებული მიზნებით მისი გადადების გამო (რაც ხელმძღვანელობასთან უნდა შეთანხმდეს წინასწარ), მას უფლება აქვს აღნიშნული შვებულება გამოიყენოს მომდევნო წელს საკუთარი სურვილით, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი კვარტალისა, შვებულებიდან გამოსვლის დღის ჩათვლით.

4. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს კუთვნილი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს შინაგანაწესით დადგენილი პირობების დაცვით. გარდა ამისა, შვებულებით ნაწილ-ნაწილ სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამსახურში ყველასთვის სავალდებულოა აგრეთვე შემდეგი პირობების დაცვა:

ა) ამ მუხლით განსაზღვრული ყველა ნორმა სრულად და ინდივიდუალურად ვრცელდება შვებულების თითოეული ნაწილის მიმართ;

ბ) შვებულებაში გასვლის უპირატესი უფლება მიეცემა იმ თანამშრომელს, რომელსაც არ უსარგებლია შვებულებით, ან რიგითობის მიხედვით ნაკლებჯერ აქვს ნასარგებლევი მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების ნაწილით;

გ) შვებულებაში გასვლის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომელთა ინტერესების (მათ შორის, რიგითობისა და სეზონურობის თვალსაზრისით) თანაბარ და სამართლიან განაწილებას.

5. სამსახურის, როგორც  სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში ყოფნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაუშვებელია ერთი სტრუქტურული დანაყოფიდან/ქვედანაყოფიდან ერთდროულად ფაქტობრივი პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის შვებულებაში გაშვება. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით, თუმცა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა შენარჩუნდეს სამსახურში მყოფ თანამშრომელთა გონივრული რაოდენობა, რომელიც თითოეული დანაყოფის/ქვედაყოფის ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფს. აღნიშნულზე პასუხისმგებელნი არიან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის/ქვედაყოფის ხელმძღვანელები.

6. შვებულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე