დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360150000.10.003.025557 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ივნისის №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2022, 360150000.10.003.023546) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ზ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; თ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ი) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი; კ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი; ლ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი; მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი; ნ) გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი − კომისიის წევრი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები